‘უფალში მშრომელი’ ქალები
1 ზემოთ მოყვანილი სიტყვებით პავლემ რომის კრებაში მყოფი ორი მშრომელი და, ტრიფენა და ტრიფოსასი, დაახასიათა. სხვა დის, პერსისის, შესახებ მან თქვა: „ბევრი იშრომა უფალში“. ასევე კეთილგანწყობით მოიხსენია ფიბე, როგორც „ბევრის შემწე“ (რომ. 16:2, 12). საღვთო წერილი ქურციკსაც განსაკუთრებით მოიხსენიებს, რომელიც „სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით“ (საქ. 9:36). რამხელა კურთხევას წარმოადგენენ სულიერი ქალები კრებისთვის!
2 ვაფასებთ დებს, რომლებიც გულმოდგინედ შრომობენ ჩვენს კრებებში? უმთავრესად ისინი მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმიანობაში, ბიბლიის საშინაო შესწავლების უმეტესობას უძღვებიან და ბევრ ახალს ეხმარებიან. ისინი აგრეთვე საკმაოდ დიდ დროს უთმობენ იმას, რომ დაეხმარონ შვილებს სულიერი წარმატების მიღწევაში. გარდა ამისა, ქრისტიან ქალებს თავიანთი წვლილი შეაქვთ, რომ კრებაში იზრდებოდეს სიყვარულის, სიხარულისა და მშვიდობის სულისკვეთება და მსახურებაში გულმოდგინება. ისინი ბევრ რამეში დამხმარე ძალას წარმოადგენენ, რაც მათ მეუღლეებსა და ოჯახის სხვა წევრებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი გააკეთონ იეჰოვას მსახურებაში.
3 სრული დროით მსახური დები. უფალში მშრომელებს შორის მისიონერი დებიც არიან; ბევრი უცხო ქვეყნებში ამ საქმის განვითარებაში იღებს მონაწილეობას. მიმომსვლელი ზედამხედველების ცოლები კრებებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში, რითაც ბევრ დას ამხნევებენ. შეუმჩნეველი არც ბეთელში მომსახურე დები რჩებიან, რომლებიც გულმოდგინედ ასრულებენ წმინდა მსაუხურებას იეჰოვას ორგანიზაციის მხარდასაჭერად. ასევე ჩვენი პიონერი დები, რომლებიც ღვთის განდიდებას ერთგულად ახმარენ მთელ ძალისხმევას და ათასობით ადამიანს ეხმარებიან ჭეშმარიტების შეცნობაში.
4 ამ ერთგული ქალებისთვის თავგანწირულ ცხოვრებას დიდი კმაყოფილება მოაქვს (1 ტიმ. 6:6, 8). ისინი შექების, ყველანაირი გამხნევებისა და მხარდაჭერის ღირსი არიან.
5 ქრისტიანი ქალები ძვირფასნი არიან იეჰოვას ორგანიზაციისთვის, რადგან ერთგულად მსახურობენ, რითაც ყველასთვის კურთხევა მოაქვთ. კვლავაც დავაფასოთ ეს მანდილოსნები და ვილოცოთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ისინი, რადგან განაგრძობენ ‘უფალში შრომას’.