ეხმაურები ქრისტეს სიყვარულს?
1 თავისი უფლის ცხოვრებაზე ფიქრისას მოციქულმა იოანემ დაწერა: „იესომ. . . როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ წუთისოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოან. 13:1). რადგან ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ახლოვდება, ჩვენც ვფიქრობთ ქრისტეს მიერ გამოვლენილ უდიდეს სიყვარულზე. ამ სიყვარულს კი შეგვიძლია გამოვეხმაუროთ გამოსყიდვისადმი რწმენით, სამქადაგებლო საქმეში გულმოდგინე მონაწილეობითა და ქრისტეს მსგავსად „ბოლომდე“ მოთმენით (მათ. 24:13; 28:19, 20; იოან. 3:16).
2 ვეხმაურებით ქრისტეს სიყვარულს. დედამიწაზე ცხოვრების ბოლო კვირა იესომ ძალიან აქტიურად გაატარა (მათ. 21:23; 23:1; 24:3). რადგანაც ქრისტეს ვბაძავთ, აღძრული ვართ, „ვიღვაწოთ“ იეჰოვასადმი მსახურებაში (ლუკ. 13:24). გამოიყენებ თუ არა იმ შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი იქადაგო აპრილის თვეში საამისოდ გაწეულ ღონისძიებებში მონაწილეობით?
3 მიმდინარე წელს უფლის გახსენების საღამო ოთხშაბათზე მოდის — 19 აპრილის საღამოს. რამდენი ადამიანი დაესწრება ამ მნიშვნელოვან მოვლენას? ეს მეტწილად ჩვენზეა დამოკიდებული. შეადგინე თუ არა უკვე მათი სია, ვის მოწვევასაც აპირებ; მაგალითად, მათ, ვისაც ბიბლიას ასწავლი, სხვა დაინტერესებულ პირებს, ნათესავებს, თანამშრომლებსა და თანაკლასელებს? უკვე დაუკავშირდი მათ და მოიწვიე გულითადად? შეახსენებ მათ ამის შესახებ გახსენების საღამომდე რამდენიმე დღით ადრე? ხომ არ გაუჭირდებათ მარტო მოსვლა; იქნებ შენი დახმარებაა საჭირო? აგრეთვე უხუცესებმა უნდა მიიწვიონ ყველა, ვინც არააქტიური გახდა მსახურებაში. ის ფაქტი, რომ გახსენების საღამო შუაკვირის საღამოს ჩატარდება და არა შაბათ-კვირას, ამ მოვლენას არანაკლებ მნიშვნელოვანს ხდის.
4 მომზადებული მოდი. როცა გახსენების საღამოს ვესწრებით, მნიშვნელოვანია, მომზადებულები ვიყოთ და გონების სწორი განწყობილებაც გვქონდეს. პავლე შეაგონებდა თანამორწმუნეებს, რომ ხსომებოდათ ამ შემთხვევის სერიოზულობა (1 კორ. 11:20—26). შეგეძლოთ წაგეკითხათ იოანეს სახარების 13—17 თავები ბიბლიის ოჯახური შესწავლის დროს და შემდეგ თითოეულ წევრს ეთქვა, თუ პირადად მისთვის რას ნიშნავს იესოს მსხვერპლი. აგრეთვე არ დაივიწყოთ ბიბლიის იმ კვირის პროგრამით წაკითხვა ყოველდღიურად, რომელიც გახსენების საღამოს ემთხვევა!
5 ქრისტესადმი ჩვენი სიყვარული უფრო მეტია და მხოლოდ 19 აპრილით არ შემოიფარგლება. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მარადიულად დავუმტკიცოთ მას სიყვარული! წელს გახსენების საღამოს აღნიშვნა დაგვეხმარება ამ გადაწყვეტილების განმტკიცებაში.