საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/00 გვ. 8
  • „გამოიცადონ“ — როგორ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „გამოიცადონ“ — როგორ?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • მსგავსი მასალა
  • მომსახურეები დიდ სამსახურს უწევენ კრებას
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • ძმებო, მიზნად დაისახეთ მომსახურედ მსახურება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • უხუცესები ამზადებენ სხვებს პასუხისმგებლობების ასაღებად
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • ისწრაფვით ახალგაზრდა ძმებო?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
km 5/00 გვ. 8

„გამოიცადონ“ — როგორ?

1 იეჰოვას ორგანიზაცია განუწყვეტლივ იზრდება და ამიტომ ყოველთვის საჭირო არიან უნარიანი ძმები, რათა სამსახურებრივ თანაშემწეებად იმსახურონ. ძმების უმრავლესობას, მათ შორის მოზარდებს, რომლებსაც ჯერ არა აქვთ სამსახურებრივი დანიშვნა, ძალიან სურთ, ემსახურონ კრებას. როცა მათ რამე საქმეს ავალებენ, თავს გამოსადეგ ადამიანებად თვლიან და კმაყოფილების გრძნობა ეუფლებათ. მათი შემდგომი წინსვლა მათ ‘გამოცდაზეა’ დამოკიდებული (1 ტიმ. 3:10). როგორ ხდება ეს?

2 უხუცესების როლი. გარდა იმისა, რომ ძმა იმ ბიბლიური მოთხოვნების საფუძველზე შეაფასონ, რომლებიც სამსახურებრივ თანაშემწეებს ეხება და 1-ლი ტიმოთეს 3:8—13-შია ჩაწერილი, უხუცესები მას გარკვეული პასუხისმგებლობების დაკისრებით გამოცდიან. მათ შეუძლიათ ისეთი მსახურების შესრულება დაავალონ მას, როგორიც არის ჟურნალებისა და ლიტერატურის დარიგება, მიკროფონებით მომსახურება, სამეფო დარბაზის მოვლა და სხვა. უხუცესები დააკვირდებიან იმას, თუ როგორ ეხმაურება ძმა ამ დავალებებს და როგორ ასრულებს მათ. ისინი დააკვირდებიან მას: არის თუ არა სანდო, პუნქტუალური, გულმოდგინე, ავლენს თუ არა მოკრძალებულობას, მზადყოფნის სულისკვეთებას და შეუძლია თუ არა სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარება (ფილ. 2:20). სამაგალითოა ჩაცმულობასა და გარეგნობაში? აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა? მათ სურთ, იხილონ ‘მის საქმეებში კარგი საქციელი ბრძნული სიმშვიდით’ (იაკ. 3:13, აფ). ნამდვილად ცდილობს თუ არა, დაეხმაროს კრებას? ასრულებს იესოს მცნებას — ‘მოიმოწაფოს ხალხი’ — სამქადაგებლო მსახურებაში გულმოდგინე მონაწილეობით? (მათ. 28:19; იხილე 1990 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 18—28 [რუს.]).

3 მაშინ, როცა დადგენილი არ არის არანაირი მინიმალური ასაკი იმისათვის, რომ ძმა სამსახურებრივ თანაშემწედ დაინიშნოს, ბიბლია ასეთ ძმებს „მომსახურე მამაკაცებად“ (აქ) მოიხსენიებს. ჩვენ არც კი წარმოვიდგენდით, რომ აქ მოზარდებზე მიდის საუბარი, განსაკუთრებით, როცა ნახსენები იყო, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავს (1 ტიმ. 3:12, 13). ეს მამაკაცები აყოლილი არ უნდა იყვნენ „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს“, არამედ სერიოზულად უნდა მოიქცნენ, ჰქონდეთ კარგი სახელი და სუფთა სინდისი ღვთისა და ადამიანების წინაშე (2 ტიმ. 2:22).

4 თუმცა კარგია, როცა ვინმე უნარიანია, მაგრამ მთავარია მისი აზროვნება და სულისკვეთება. სურს თუ არა ძმას, თავმდაბლად განადიდოს იეჰოვა და ემსახუროს ძმებს? თუ დიახ, იეჰოვა აკურთხებს მის ძალისხმევას კრებაში წინ წასაწევად.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება