საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/00 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • მსგავსი მასალა
  • ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • ერთგულებო, ლოცვით აღაპყარით ხელები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • დააფასეთ ლოცვის შესაძლებლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • რაზე მეტყველებს შენი ლოცვები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
km 6/00 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ ვინ უნდა ილოცოს კრების შეხვედრებზე?

კრებაში წარმოთქმული ლოცვა ჩვენი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილია. იეჰოვას წინაშე სხვების წარდგენა ძვირფასი უპირატესობა და სერიოზული პასუხისმგებლობაა. ამის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, უხუცესებმა საღ აზრს უნდა მიმართონ, როცა წყვეტენ, თუ რომელ ძმას შეუძლია ილოცოს შეხვედრებზე. მონათლული ძმები, რომლებიც ლოცვაში წარადგენენ კრებას, მოწიფული ქრისტიანი მსახურები უნდა იყვნენ, რომლებიც სამაგალითო პიროვნებებად არიან ცნობილი და რომლებსაც პატივს სცემს მთელი კრება. თავმდაბლად და პატივისცემით წარმოთქმული მათი ლოცვა უნდა ცხადყოფდეს იეჰოვასთან მათ კარგ ურთიერთობას. სტატია „ერთგულებო, ლოცვით აღაპყარით ხელები“ (1999 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 15—17, აბზაცები 1—6) და სტატია „ილოცეთ სხვების წინაშე თავმდაბალი გულით“ (1986 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.]) მოიხსენიებს იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვინც საჯაროდ ლოცულობს კრების სახელით.

უხუცესები ლოცვის ნებას არ მისცემენ ისეთ ძმას, რომელიც ცნობილია საეჭვო და არასერიოზული საქციელის გამო. არ უნდა აირჩიოთ ძმა, რომელსაც უკმაყოფილების გამოხატვა ახასიათებს ან რომელიც საჯაროდ ლოცვას სხვებთან თავისი პრობლემების გასააშკარავებლად იყენებს (1 ტიმ. 2:8). მაშინაც კი, როცა მონათლული ძმა მოზარდია, უხუცესებმა უნდა გადაწყვიტონ, აქვს თუ არა მას ისეთი სულიერი მოწიფულობა, რომ კრების სახელით ილოცოს (საქმეები 16:1, 2).

სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს, რომ ილოცოს მონათლულმა დამ, თუ ამ ჯგუფში არ არის საამისოდ გამოსადეგი ძმა. ამ დამ თავზე უნდა დაიხუროს სათანადო თავსაფარი. თუ უხუცესებმა იციან, რომ სამქადაგებლო მსახურების რომელიმე შეხვედრას ძმა არ დაესწრება, მათ უნდა დანიშნონ უნარიანი და, რომელიც შეხვედრას გაუძღვება.

საჯარო შეხვედრის დროს პირველ ლოცვას, ჩვეულებრივ, შეხვედრის თავმჯდომარე წარმოთქვამს. მაგრამ კრების სხვა შეხვედრებზე, როცა ამისთვის გამოსადეგი ძმები ცოტა მეტნი არიან, შეხვედრის დამწყებისა და იმ ძმის მაგივრად, ვისაც პროგრამის ბოლო ნაწილი ევალება, პირველი და ბოლო ლოცვის წარმოთქმა სხვადასხვა ძმას შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ძმა, რომელსაც სთხოვენ, რომ ილოცოს კრების შეხვედრაზე, წინასწარ უნდა გააფრთხილონ ამის შესახებ, რათა მოიფიქროს, თუ რას იტყვის. შემდეგ შეუძლია წარმოთქვას გამართული და გულითადი ლოცვა, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ შეხვედრას.

ეს ლოცვები ხანგრძლივი არ უნდა იყოს. როცა ძმა საჯაროდ წარმოთქვამს ლოცვას, ჩვეულებრივ, მისი კარგად მოსმენა მაშინ ხერხდება, როცა ის ფეხზე დგას და ლოცვას ამბობს საკმაოდ ხმამაღლა და გარკვევით. ეს საშუალებას მისცემს ყველა შეკრებილს, მოისმინონ ლოცვა და ბოლოს მთელი გულით თქვან ‘ამინ!’ (1 ნეშტ. 16:36; 1 კორ. 14:16).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება