„ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია“
1 ქრისტიანული კრების მთავარი საქმიანობა სამეფოს ცნობის მსოფლიო მასშტაბით ქადაგებაა (მათ. 24:14). ეს უდიდესი საქმეა. გარეშეებისთვის ისე ჩანს, რომ ეს ჩვენი მხრიდან იმაზე უფრო მეტ ძალებს მოითხოვს, ვიდრე გაგვაჩნია. სხვებისთვის ამ დავალების შესრულება თითქმის წარმოუდგენელია, რადგან დაგვცინიან, წინააღმდეგობას გვიწევენ და გვდევნიან (მათ. 24:9; 2 ტიმ. 3:12). სკეპტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ამ საქმის შესრულება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იესომ განაცხადა: „ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია“ (მათ. 19:26).
2 მისაბაძი კარგი მაგალითები. იესო თავისი მსახურებით მთელ წუთისოფელს დაუპირისპირდა. მისთვის მიზნის მიღწევაში ხელის შეშლის მცდელობით მოწინააღმდეგეები ყველანაირად შეურაცხყოფდნენ მას, ბოლოს კი ტანჯვით მოკლეს. მაგრამ, ბოლოს, იესომ დარწმუნებით განაცხადა: „მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოან. 16:33). მართლაც რა საოცარი მიღწევაა!
3 იესოს მოწაფეებიც ასეთივე გაბედულების სულსა და გულმოდგინებას ავლენდნენ ქრისტიანულ მსახურებაში. მრავალი მათგანი გაჯოხეს, სცემეს, დააპატიმრეს და მოკლეს კიდეც. მიუხედავად ამისა, მათ „უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქ. 5:41). წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ შეასრულეს, ერთი შეხედვით, შეუსრულებელი დავალება — ექადაგათ კეთილი ცნობა „ქვეყნის კიდემდე“ (საქ. 1:8; კოლ. 1:23).
4 როგორ არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა ჩვენს დროში. ჩვენც ასევე გულმოდგინედ ვიღებთ მონაწილეობას სამეფოს ცნობის ქადაგების საქმიანობაში მიუხედავად იმისა, რომ ეს, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანს. ჩვენ შესაჩერებლად აკრძალვების, დევნის, დაპატიმრებისა და სხვაგვარი ძალადობის მიუხედავად, წინ მივიწევთ. როგორ არის ეს შესაძლებელი? „არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი“ (ზაქ. 4:6). იმის გამო, რომ იეჰოვა გვიჭერს მხარს, ვერაფერი შეაჩერებს ჩვენს საქმიანობას! (რომ. 8:31).
5 ქადაგებისას არა გვაქვს სირცხვილის, შიშის ან იმის მიზეზი, რომ თავს ამ საქმისთვის მოუმზადებლად ვთვლიდეთ (2 კორ. 2:16, 17). პირიქით, მრავალი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ წინ ვისწრაფოთ, რათა გავავრცელოთ სამეფოს კეთილი ცნობა. იეჰოვას დახმარებით ჩვენ ‘შეუძლებლის’ შესრულებას შევძლებთ (ლუკ. 18:27).