საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 7/01 გვ. 1
  • ნუ შეჩერდებით!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნუ შეჩერდებით!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • ‘უკეთესობის მახარობლები’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ნამდვილად ზრუნავს ღმერთი პირადად თქვენზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • კარდაკარ
    უმღერეთ იეჰოვას
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 7/01 გვ. 1

ნუ შეჩერდებით!

1 კარდაკარ მსახურებისას, შესაძლოა, ყველაზე დიდ სირთულეს საკუთარი თავი გვიქმნის. შეიძლება არასრულფასოვნების გრძნობა ხელს გვიშლის იმაში, რომ ჭეშმარიტებაზე ვესაუბროთ ‘ყველა ადამიანს’ (1 ტიმ. 2:4). მაგრამ ჩვენ არ უნდა ვმერყეობდეთ კეთილი ცნობის გაცხადებაში. რატომ?

2 ეს იეჰოვას ცნობაა. იეჰოვა თავის სიტყვას ბიბლიის მეშვეობით გვამცნობს. როდესაც ეს ცნობა სხვებთან მიგვაქვს, ამით მის აზრებს გადავცემთ და არა საკუთარს (რომ. 10:13—15). როცა ადამიანები სამეფოს შესახებ ცნობას უარყოფენ, სინამდვილეში, ისინი იეჰოვას უარყოფენ. თუმცა ჩვენ ხალისს არ ვკარგავთ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ცნობა გამოხმაურებას ჰპოვებს მათ გულებში, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები (ეზეკ. 9:4; მათ. 5:3, 6).

3 იეჰოვას მოჰყავს ადამიანები. ის, ვინც წარსულში უარი თქვა იმაზე, რომ ჩვენთვის მოესმინა, ახლა შეიძლება უფრო დამყოლი გახდეს, რადგან მისი მდგომარეობა შეიცვალა და გული მოულბა. იეჰოვა ახლა ავლენს კეთილგანწყობილებას ასეთი ადამიანების მიმართ და ‘მოჰყავს’ ისინი (იოან. 6:44, 65). ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სურვილია, მზად ვიყოთ, ვემსახუროთ იეჰოვას და დავემორჩილოთ ასეთი ადამიანების მოსაძებნად ანგელოზის მიერ მოცემულ მითითებას (გამოცხ. 14:6).

4 ღმერთი გვაძლევს თავის სულს. სულიწმიდა საშუალებას გვაძლევს, ‘გაბედულად ვილაპარაკოთ უფალზე’ (საქ. 14:1—3). თუ გვემახსოვრება, რომ მძლავრი ძალა გვიმაგრებს ზურგს მსახურებაში, არ დავკარგავთ მეზობლებთან, თანამშრომლებთან, თანაკლასელებთან, ნათესავებთან, განათლებულ ან მდიდარ ადამიანებთან საუბრის ხალისს.

5 იესომ გვასწავლა როგორ. იესო იყენებდა დამაფიქრებელ კითხვებს, თვალსაჩინო მაგალითებს და საღვთო წერილზე დაფუძნებულ მსჯელობას; გულიდან გამომდინარე, ის ჭეშმარიტებას მარტივად, მიმზიდველად განმარტავდა. ეს მეთოდები დღესაც საუკეთესოა (1 კორ. 4:17). შეიძლება სხვადასხვა პირობა, რა პირობებშიც ვქადაგებთ, იცვლება, მაგრამ მძლავრი ცნობა სამეფოს შესახებ უცვლელი რჩება.

6 უპირატესობა გვაქვს, რომ იეჰოვამ ადამიანებისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დახმარების გასაწევად გამოგვიყენოს. დაე ნუ შევჩერდებით! ვიყოთ გაბედულნი და საშუალება მივცეთ იეჰოვას, რომ „გაგვიღოს სიტყვის კარი“, რათა კეთილი ცნობა ვაუწყოთ სხვებს (კოლ. 4:2—4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება