რამდენად კარგად იკვებები სულიერად?
1 ამბობენ, რომ რაც უფრო ხარისხიანად იკვებები, მით უფრო ჯანმრთელი ხარ. მართლაც, კვება გავლენას ახდენს ჩვენს ძალებსა და ჯანმრთელობაზე. რადგან იესომ თქვა, რომ „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“, ჩვენი სულიერი კვებაც განაპირობებს იმას, თუ რამდენად ჯანმრთელი ვართ სულიერად (მათ. 4:4). მაშ, რამდენად კარგად იკვებები სულიერად? ხომ არ ჭირვეულობ სულიერი საზრდოს მიღებისას? ხომ არ იკვებები ნაჩქარევად? თუ დროს უთმობ ხოლმე იმას, რომ რეგულარულად და ზომიერად მიიღო ნოყიერი სულიერი საზრდო?
2 ყურადღება მიაქციე იმას, თუ როგორ იკვებები. „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით იეჰოვა „დროულად“ გვამარაგებს „მსუყე კერძებით“ (მათ. 24:45; ეს. 25:6). სიყვარულით მოწოდებული ამ საზრდოდან მაქსიმალური სარგებლობის მისაღებად, სულიერად კარგად კვებას ძალ-ღონე უნდა მოვახმაროთ.
3 შეგიძლია ჰკითხო საკუთარ თავს: ვკითხულობ ყოველდღიურ მუხლსა და თანდართულ კომენტარს? ვკითხულობ ბიბლიას ყოველდღიურად და ვაანალიზებ წაკითხულს? ვემზადები წინასწარ კრების შეხვედრებისთვის? წავიკითხე ბოლო პუბლიკაციები, წიგნის „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“ ორივე ტომის ჩათვლით?
4 იესო დაგვპირდა: «ნეტარ არიან სულით ღარიბნი [„ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ესმის, რომ სულიერი სჭირდება“, აქ]. . . ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან» (მათ. 5:3, 6). ამგვარად, გონება და გული ღვთის შემეცნებით აივსე და კარგად იკვებე სულიერად.