საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/03 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • მსგავსი მასალა
  • უცხოენოვან ადამიანებთან ქადაგება
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • სასიხარულო ცნობის ქადაგების მეთოდები
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • ზედამხედველები, რომლებიც ღვთის ფარას მწყემსავენ
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • დარჩით სულიერად ძლიერები უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურებისას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
km 1/03 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ როდის არის მიზანშეწონილი უცხოენოვანი ჯგუფის ჩამოყალიბება?

როდესაც კრების ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი, უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ცხოვრობს, უხუცესებმა ორგანიზება უნდა გაუწიონ სამქადაგებლო საქმიანობას ამ ენაზე (km 07.02, გვ. 1; km 02.98, გვ. 3, 4). შესაძლოა, ეს უცხოენოვანი მოსახლეობა გაფანტულია ორი ან მეტი კრების ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, სარაიონო ზედამხედველ(ებ)ი ყურადღებას მიაქცევ(ენ)ს, რომ სამქადაგებლო მსახურებისას კრებებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. დროდადრო ეწყობა საჯარო მოხსენება ან „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, რათა დადგინდეს უცხოენოვანი კრების შეხვედრებზე დამსწრეთა სავარაუდო რიცხვი.

უცხოენოვანი ჯგუფის ჩამოყალიბება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები: 1) არიან მაუწყებლები ან დაინტერესებულები, რომელთაც სასიხარულო ცნობა უკეთ ესმით უცხო ენაზე; 2) არის გამოცდილი უხუცესი ან თანაშემწე, რომელსაც შეუძლია კრების ყოველკვირეული შეხვედრიდან, სულ მცირე, ერთი მაინც ჩაატაროს; 3) უხუცესთა საბჭო მზადყოფნით უჭერს მხარს ჯგუფს. თუ ყველა ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, უხუცესებმა უნდა აცნობონ ფილიალს. ფილიალი ოფიციალურად სცნობს ჯგუფს ჩამოყალიბებულად და მიაწვდის დამატებით მითითებებს.

ჯგუფების უმეტესობა იწყებს იმით, რომ ყოველკვირეულად ტარდება წიგნის შესწავლა. მოგვიანებით, უხუცესებმა შეიძლება ნება დართონ, რომ ჩატარდეს სხვა შეხვედრებიც; მაგალითად, საჯარო შეხვედრა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა. თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მე-2, მე-3 და მე-4 დავალებები შეიძლება ჩატარდეს მეორე კლასში, თუ არის გამოცდილი უხუცესი ან თანაშემწე, რომელსაც შეუძლია რჩევების მიცემა ამ ენაზე. მაგრამ რჩევების განხილვას, დამმოძღვრავ მოხსენებასა და ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან მნიშვნელოვანი აზრების განხილვას, ასევე სამსახურებრივ შეხვედრას დაესწრებიან კრებასთან ერთად. ჯგუფისთვის შეიძლება ორგანიზება გაუკეთდეს სამქადაგებლო მსახურებისთვის შეხვედრებსაც.

ჯგუფის მთელი საქმიანობა მიმდინარეობს უხუცესთა საბჭოს მეთვალყურეობით. უხუცესებმა გაწონასწორებული ხელმძღვანელობა უნდა გაუწიონ ჯგუფს და მისი საჭიროებებისადმი ცოცხალი ინტერესი გამოავლინონ. როდესაც სარაიონო ზედამხედველი ინახულებს კრებას, რომელსაც უცხოენოვანი ჯგუფი მიეკუთვნება, ის ასევე გეგმავს ჯგუფთან ერთად ქადაგებას და, ასეთი სახით, სულიერად ამტკიცებს მას. იეჰოვას კურთხევით ეს უცხოენოვანი ჯგუფი დროთა განმავლობაში შეიძლება კრებად ჩამოყალიბდეს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება