გამომაცოცხლებელი საქმიანობა
1 ბიბლიური ცნობა გამომაცოცხლებელია ყველასთვის, ვინც მას იღებს და ცხოვრებაში იყენებს (ფს. 18:8, 9). ის მათ ეხმარება, გათავისუფლდნენ ცრუ სწავლებებისგან და მავნე ჩვევებისგან, აგრეთვე აძლევს მომავლის იმედს. მაგრამ, მხოლოდ მათთვის როდია სასარგებლო სასიხარულო ცნობა, ვინც იღებს მას. ბიბლიური ჭეშმარიტება მათზეც გამომაცოცხლებლად მოქმედებს, ვინც მას სხვებს უზიარებს (იგავ. 11:25).
2 მსახურება გამამხნევებელია. იესომ თქვა, რომ ‘გამოცოცხლდებოდა მათი სული’, ვინც აიღებდა მისი მოწაფეობის უღელს — რაშიც შედის ქადაგება და მოწაფეების მომზადება (მათ. 11:29, აქ). ის თვითონ მხნევდებოდა, როდესაც სხვებს უქადაგებდა. მისთვის ეს საკვებივით იყო (იოან. 4:34). როდესაც მან 70 მოწაფე საქადაგებლად გაგზავნა, ისინიც გახარებულები იყვნენ, ვინაიდან იგრძნეს, რომ მათ მცდელობას იეჰოვა უჭერდა მხარს (ლუკ. 10:17).
3 მათ მსგავსად, დღესაც ბევრ ქრისტიანს ამხნევებს სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა. ერთმა დამ აღნიშნა: „მსახურება გამომაცოცხლებელია, რადგან ის ჩემს ცხოვრებას მიზანმიმართულს ხდის და აზრს სძენს. პირადი პრობლემები და ყოველდღიური დაძაბულობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, როცა მსახურებაში ვმონაწილეობ“. სხვა გულმოდგინე მსახურმა თქვა: „მსახურება . . . მეხმარება იმაში, რომ იეჰოვას ყოველდღე რეალურ პიროვნებად აღვიქვამდე. ეს სიმშვიდესაც მანიჭებს და თავს ბედნიერად ვგრძნობ. სხვა ვერაფერი შემძენდა ყოველივე ამას“. მართლაც დიდი პატივია, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9).
4 ქრისტეს უღელი საამურია. მართალია, ქრისტიანებს მოგვიწოდებენ, რომ ‘ძალ-ღონე არ დავიშუროთ’, მაგრამ იესო ჩვენგან არ მოითხოვს იმაზე მეტს, რის გაკეთებაც შეგვიძლია (ლუკ. 13:24, აქ). ის სიყვარულით გვიწვევს, რომ ‘მასთან ერთად შევებათ უღელში’ (მათ. 11:29, აქ, სქოლიო). მათ, ვისაც სიძნელეებს უქმნის რთული ვითარებები, შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი მთელი გულით მსახურება, თუნდაც უჭირდეთ ბევრის გაკეთება, მოსაწონია ღვთისთვის (მარ. 14:6—8; კოლ. 3:23).
5 ნამდვილად სასიამოვნოა ემსახურო ისეთ ღმერთს, რომელიც აფასებს იმას, რასაც მისი სახელისთვის ვაკეთებთ! (ებრ. 6:10). დაე ყოველთვის ვეცადოთ საუკეთესო გავიღოთ მისთვის.