ღვთიური სიბრძნე აღმატებულია
1 ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ იეჰოვას მოწმეები უფრო პირდაპირ უნდა ეხმარებოდნენ ხალხს იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებსაც დღესდღეობით კაცობრიობა განიცდის. ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ეწევიან, გაცილებით სასარგებლოა. პავლე მოციქული წერდა: „ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა“ (1 კორ. 1:18). ნამდვილად, ჩვენ გვესმის, რომ ქრისტიანული მსახურება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა.
2 უკეთესი ცხოვრება დღესვე. საკაცობრიო პრობლემების გადასაჭრელად მიმართულ ძალისხმევას სასურველი შედეგები არ მოაქვს. კანონმდებლობა ვერ აჩერებს ფართოდ გავრცელებულ დამნაშავეობას. სამშვიდობო ძალებს და ხელშეკრულებებს არ შეუძლიათ ომების შეწყვეტა. სიღარიბის აღმოსაფხვრელად შექმნილი სოციალური პროგრამები ვერ აღწევს მიზანს (ფსალმ. 145:3, 4; იერ. 8:9). ამის საპირისპიროდ, სამეფოს შესახებ ცნობამ მილიონების ცხოვრება შეცვალა — ისინი ღვთისმოსაწონ, ახალ პიროვნებებად ჩამოაყალიბა. (რომ. 12:2; კოლ. 3:9, 10). შედეგად, ისინი დღესვე ხარობენ უკეთესი ცხოვრებით (1 ტიმ. 4:8).
3 ნათელი მომავალი. გარდა იმისა, რომ დღევანდელი ცხოვრებისეული პრობლემების გამკლავებაში გვეხმარება, ღვთიური სიბრძნის წყალობით სწორად ვგეგმავთ მომავალს (ფსალმ. 118:105). ის გვიცავს ფუჭი მცდელობებისგან, კერძოდ გვანახვებს, რომ უსარგებლოა რაიმეს შეცვლას ვეცადოთ ამ სისტემაში (ეკლ. 1:15; რომ. 8:20). რამდენად მადლიერები ვართ, რომ ამაოებას არ ვუძღვნით ცხოვრებას და არ ვისწრაფით იმ მიზნებისკენ, რომლებიც მხოლოდ ილუზიაა! ნაცვლად ამისა, ჩვენი ყურადღება მიმართულია იეჰოვას სარწმუნო დანაპირებზე, „ახალ ცასა და ახალ დედამიწაზე“, სადაც სიმართლე დაისადგურებს. როდესაც იეჰოვას სამსჯავროს დღე მოვა, ცხადი გახდება, რომ მათ, რომლებიც მინდობილი იყვნენ ღვთიურ სიბრძნეზე, სწორი არჩევანი გააკეთეს (2 პეტ. 3:10—13; ფსალმ. 36:34).
4 თუმცა ღვთიური სიბრძნე შეიძლება არაპრაქტიკული ჩანდეს მათთვის, ვინც „წუთისოფლის სიბრძნეშია“ ჩაფლული, სინამდვილეში ეს არის ერთადერთი პრაქტიკული გზა, რომლის მიყოლაც ღირს (1 კორ. 1:21; 2:6—8). ამიტომაც განვაგრძობთ ჩვენ მთელ დედამიწაზე იმ ცნობის გავრცელებას, რომელიც „ერთადერთი ბრძენი“ ღვთისგან მომდინარეობს (რომ. 14:26).