საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/04 გვ. 1
  • გამოავლინე მადლიერება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოავლინე მადლიერება
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
  • მსგავსი მასალა
  • „იყავით მადლიერნი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • „იყავით მადლიერნი“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • იყავით იეჰოვას მადლიერი და მიიღეთ კურთხევები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • მადლიერების ნიშანი
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
km 5/04 გვ. 1

გამოავლინე მადლიერება

1 თუმცა „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ, გვაქვს ბევრი მიზეზი იმისა, რომ იეჰოვასადმი მადლიერები ვიყოთ (2 ტიმ. 3:1). ყველაზე მეტად მადლიერები ვართ იმ ძვირფასი საჩუქრისთვის, რომელიც თავისი ძის სახით გვიბოძა (იოან. 3:16). გარდა ამისა, ისინი, ვინც ცრუ რელიგიაში იმყოფებიან, სულიერ შიმშილს განიცდიან, ჩვენ კი უხვი სულიერი საზრდო გვაქვს (ეს. 65:13). ჩვენ მსოფლიო საძმოს ნაწილი ვართ და განსაკუთრებული პატივი გვაქვს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გაფართოებაში ვღებულობთ მონაწილეობას (ეს. 2:3, 4; 60:4—10, 22). როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ იეჰოვასადმი მადლიერება იმ უხვი კურთხევებისთვის, რომლებსაც არ იშურებს ჩვენთვის? (კოლ. 3:15, 17).

2 ვიმსახუროთ მთელი გულითა და სიხარულით. როდესაც პავლე მოციქული მატერიალურ შესაწირავებზე მსჯელობდა, დაწერა, რომ „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორ. 9:7). ეს პრინციპი ჩვენს მსახურებასაც ეხება. მადლიერება შეიძლება გამოვხატოთ ჭეშმარიტების მიმართ ენთუზიაზმის, ქრისტიანულ შეხვედრებზე სიხარულის, სამქადაგებლო მსახურებაში გულმოდგინებისა და ღვთიური ნების შესასრულებლად მზადყოფნის გამოვლენით (ფსალმ. 106:21, 22; 118:14; 121:1; რომ. 12:8, 11).

3 ძველ ისრაელში კანონით არ იყო დადგენილი, თუ რა რაოდენობით უნდა მიეტანათ ზოგიერთი შესაწირავი. თითოეულ თაყვანისმცემელს შეეძლო გამოევლინა მადლიერება და გაეცა ღვთისგან მიღებული „კურთხევის კვალობაზე“ (რჯლ. 16:16, 17). დღესდღეობითაც, გული მადლიერებისკენ აღგვძრავს, რომ სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში გავაკეთოთ იმდენი, რამდენადაც ჩვენი მდგომარეობა გვრთავს ნებას. ხშირად ზაფხულის თვეები მადლიერების გამოხატვის დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს. ზოგიერთები იყენებენ დასვენების დღეებს სამსახურიდან ან სკოლიდან და გაზრდილ დღეებს, რომ მეტი დრო მიუძღვნან სამქადაგებლო მსახურებას. შესაძლოა ისინი დამხმარე პიონერობასაც კი იწყებენ. შეგიძლია გააფართოვო მსახურება ამ ზაფხულს?

4 იუხვეთ მადლიერებაში. იეჰოვასადმი მადლიერების გამოხატვის მნიშვნელოვანი მხარე ლოცვაა (1 თეს. 5:17, 18). ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: ‘რწმენით უხვობდეთ მადლიერებაში’ (კოლ. 2:7, აქ). მაშინაც კი, როდესაც ძალიან დაკავებულნი ან დაძაბულნი ვართ, უნდა ჩავრთოთ მადლიერება ყოველდღიურ ლოცვებში (ფილ. 4:6). დიახ, ჩვენი მსახურებითა და ასევე ლოცვებით კვლავაც ‘ვიუხვოთ ღვთისადმი მრავალი მადლიერებით’ (2 კორ. 9:12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება