ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 1: რა ითვლება ბიბლიის შესწავლად?
1 მსოფლიო მასშტაბით ღვთის ხალხი ყოველთვიურად დაახლოებით 6 000 000 ბიბლიის შესწავლას ატარებს. სწავლების ეფექტური მეთოდების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, რომ გაიზარდონ სულიერად, თავი მიუძღვნან ღმერთს, მოინათლონ და ‘ჰქონდეთ სხვების სწავლების უნარი’ (2 ტიმ. 2:2). გსურს დაეხმარო შენს დაინტერესებულს, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიოს? „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრიდან დაწყებული, გამოქვეყნდება სტატიათა სერია, რომელიც ახსნის ბიბლიის ნაყოფიერი შესწავლების ჩატარებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს.
2 როდის უნდა დავიწყოთ ბიბლიის შესწავლის ანგარიშში ჩაწერა? თუ რეგულარულად და სისტემატურად განიხილავთ ბიბლიურ საკითხებს (თუმცა ეს განხილვები შეიძლება ხანმოკლე იყოს), იყენებ ბიბლიას და რომელიმე რეკომენდებულ პუბლიკაციას, უკვე ბიბლიის შესწავლას ატარებ. ეს ასეა მაშინაც კი, თუ შესწავლას კართან ან ტელეფონით ატარებ. შესწავლას ანგარიშში ჩავიწერთ მაშინ, როცა ის უკვე ორჯერ ჩავატარეთ, და არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ შესწავლა გაგრძელდება.
3 ბიბლიის შესწავლებზე ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ბროშურა „რას მოითხოვს“ და წიგნი „შემეცნება“. ამ პუბლიკაციების დამთავრების შემდეგ, თუ აშკარაა, რომ შემსწავლელი სულიერად წინ მიიწევს, თუნდაც ნელა, და უვითარდება მადლიერება ნასწავლისადმი, შესწავლა შეგიძლიათ გააგრძელოთ წიგნით „თაყვანი ეცი ღმერთს“. ბროშურა „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“ შეიძლება გამოიყენოთ მათთან, ვისაც შეზღუდული განათლება აქვს ან უჭირს კითხვა.
4 ბიბლიის შესწავლების წყალობით მილიონები გახდნენ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები (მათ. 28:19, 20). თუ გავითვალისწინებთ სტატიების ამ სერიაში მოცემულ რჩევებს, შევძლებთ ბიბლიის შესწავლების ნაყოფიერად ჩატარებას.