საოლქო კონგრესი აღგვძრავს, ვიაროთ ღმერთთან ერთად
საოლქო კონგრესზე „იარეთ ღმერთთან ერთად“ ტრიალებდა ის სული, რომელიც იეჰოვას შემდეგ ნათელ მითითებაშია მოცემული: „აი გზა, მას გაჰყევით“ (ეს. 30:21). კონგრესზე მიღებული რჩევების გამოყენება დაგვეხმარება, ‘კარგად დავუკვირდეთ’, როგორ დავდივართ (ეფეს. 5:15). ნასწავლზე დაფიქრება შეგვაძლებინებს ‘ჭეშმარიტებაში სიარულს‘ (3 იოან. 3).
გამოიყენეთ ქვემოთ მოყვანილი კითხვები და თქვენი პირადი ჩანაწერები იმისათვის, რომ მოემზადოთ და მონაწილეობა მიიღოთ წლევანდელი კონგრესის გამეორებაში. გამეორება ჩატარდება სამსახურებრივ შეხვედრაზე, 18 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში.
1. მშფოთვარე დროში ცხოვრების მიუხედავად, როგორ შეძლო ენოქმა ღმერთთან ერთად სიარული? (ებრ. 11:1, 5, 6; იუდ. 14, 15; „იარეთ ღმერთთან ერთად მშფოთვარე დროში“).
2. პრაქტიკულად რის გაკეთება შეუძლიათ ქრისტიან მეუღლეებს ოჯახის სიმტკიცის შესანარჩუნებლად? (იგავ. 12:4; ეფეს. 5:29; «ნუ დააშორებთ მათ, „ვინც ღმერთმა შეაუღლა“»).
3. როგორ ვავლენთ ჩვენი წმინდა შეხვედრებისადმი პატივისცემას? (ეკლ. 5:1; ეს. 66:23; „პატივისცემა გამოვავლინოთ ჩვენი წმინდა შეხვედრებისადმი“).
4. ა) რა სამ მნიშვნელოვან მხარეს უნდა დავუკვირდეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მექანიკურად არ ვიღებთ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობას? (ეს. 52:7; ზაქ. 8:23; მარ. 6:34). ბ) პუბლიკაციაში „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“ რა არის თქვენთვის განსაკუთრებით პრაქტიკული? („სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“; „დაეხმარეთ სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს“).
5. როგორ შეგვიძლია ახლებს დავეხმაროთ, გულდაჯერებულები იყვნენ სამეფოს შესახებ ქადაგებისას? (მსაჯ. 7:17; „დაეხმარეთ ხალხს, შემოგვიერთდნენ მსახურებაში“).
6. ა) რამდენად სერიოზულია დაბრკოლების საკითხი? (მარ. 9:42—48). ბ) როგორ შეგვიძლია, არ დავბრკოლდეთ? (ფსალმ. 118:165). გ) როგორ შეგვიძლია, სხვები არ დავაბრკოლოთ? (1 კორ. 10:24; „არაფერში ვიძლეოდეთ დაბრკოლების საბაბს“).
7. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ გაწონასწორებულობა ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას, კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნების მცდელობისას და საქმეების წარმოებისას? (ფსალმ. 25:4; მათ. 6:25; 1 ტიმ. 6:9; „იფხიზლეთ!“).
8. ა) რა არის აღსანიშნავი შემთხვევებში, სადაც მოთხრობილია, რომ იესო სხვების სტუმართმოყვარეობით სარგებლობდა? (ლუკ. 10:42; 24:32). ბ) როგორ შეგვიძლია დასვენების მოთხოვნილება ისე დავიკმაყოფილოთ, რომ გამოცოცხლება ვიგრძნოთ ჩვენც და სხვებმაც? (1 კორ. 10:31—33; „სასარგებლო დასვენება, რომელიც გამომაცოცხლებელია“).
9. ოცდამეორე ფსალმუნის თანახმად, რა კურთხევებს ვიღებთ ჩვენ, იეჰოვას ცხვრები, და, ამასთანავე, რა პასუხისმგებლობები გვაკისრია? (1 კორ. 10:21; „იეჰოვაა ჩვენი მწყემსი“).
10. რას მოიცავს გამოცხადების 14:7-ში მოხსენიებული „სასამართლოს საათი“? ბ) როგორ ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად გამოყოფილები ვართ დიდი ბაბილონიდან? («„იფხიზლეთ“ — მოვიდა სასამართლოს საათი»). გ) რომელი საკითხები მოგეწონათ ბროშურიდან „იფხიზლეთ!“?
11. ჩამოთვალეთ სამი თვისება, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ‘არ მივატოვოთ სწორი გზა’ (2 პეტ. 2:15; „ფრთხილად იყავით, რათა არ ‘მიატოვოთ სწორი გზა’“).
12. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, მოერიდონ „ბოროტთა გზას“? (იგავ. 4:14; „ახალგაზრდებო, იარეთ სიმართლის გზაზე“).
13. ა) როგორ იყო პავლე მოთმინების შესანიშნავი მაგალითი? (საქ. 14:19, 20; 16:25—33). ბ) რატომ არ უნდა გვეშინოდეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოწინააღმდეგეების? (დრამა და მოხსენება „ისინი საფუძვლიანად ამოწმებდნენ სასიხარულო ცნობას“).
14. რა კურთხევებს იმკიან ისინი, რომლებიც ღმერთთან ერთად დადიან? („ღმერთთან ერთად სიარულს კურთხევები მოაქვს ახლაც და მომავალშიც“).
დაე ყურად ვიღოთ ‘ჩვენ უკან ნათქვამი სიტყვები’, რათა მარადიულად ვიაროთ ჩვენს ზეციერ მამასთან ერთად (ეს. 30:21; იოან. 3:36).