ბიბლიის შესწავლების დაწყება კართან და ტელეფონით
1 დღეს ხალხი დაკავებულია. მაგრამ მრავალს აინტერესებს სულიერი საკითხები. როგორ შეგვიძლია მათ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში დავეხმაროთ? (მათ. 5:3). მრავალი მაუწყებელი ბიბლიის შესწავლებს კართან ან ტელეფონით ატარებს. პირადად თქვენ, შეგიძლიათ ამ სახით გააფართოვოთ თქვენი მსახურება?
2 ბიბლიის შესწავლების დასაწყებად, საჭიროა მომზადებულები ვიყოთ იმისათვის, რომ შესაძლებლობის მოცემისთანავე ვაჩვენოთ დაინტერესებულ ადამიანს, თუ როგორ ტარდება ასეთი შესწავლები. როგორ და სად შეიძლება ამის გაკეთება?
3 კართან: როდესაც შეხვდებით ადამიანს, რომელიც მზად არის, ისაუბროს ბიბლიაზე, უბრალოდ, გადაშალეთ აბზაცზე, რომელიც წინასწარ გაქვთ მომზადებული (მაგალითად, ბროშურიდან „რას მოითხოვს“ პირველი თავის პირველი აბზაცი) და დაიწყეთ შესწავლა. წაიკითხეთ აბზაცი, კითხვა და განიხილეთ ერთი ან ორი მოყვანილი ბიბლიური მუხლი. ხშირად ამის გაკეთება პირდაპირ კართან, 5-10 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. თუ მობინადრე სიამოვნებით ისმენს, მოილაპარაკეთ, რომ მომდევნო ერთ ან ორ აბზაცს შემდეგი სტუმრობისას განიხილავდით (რჩევები ბიბლიის შესწავლის პირდაპირ დაწყების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ 2002 წლის იანვრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გვ. 6).
4 ბიბლიის შესწავლის დასაწყებად ამავე მეთოდის გამოყენება შეიძლება განმეორებითი მონახულების გაკეთების დროსაც. მაგალითად, შეგიძლიათ მობინადრეს აჩვენოთ ბროშურა „რას მოითხოვს“ და მე-2 გაკვეთილის 1-ლი და მე-2 აბზაცების გამოყენებით ისაუბროთ ღვთის სახელზე. მომდევნო მონახულებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ მე-3 და მე-4 აბზაცები და ისაუბროთ იმაზე, თუ რას ამბობს ბიბლია იეჰოვას თვისებებზე. შემდგომი საუბრის დროს შეგიძლიათ განიხილოთ მე-5 და მე-6 აბზაცები და მე-5 გვერდზე მოცემული სურათი, რათა ხაზგასმით აღნიშნოთ, თუ როგორ გვეხმარება ბიბლია იეჰოვას გაცნობაში. ყოველივე ამის გაკეთება შესაძლებელია კართან.
5 ტელეფონით: ზოგი ადამიანი უფრო თავისუფლად იწყებს ბიბლიის შესწავლას, როდესაც მათ ტელეფონით ვესაუბრებით და არა პირისპირ. განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: კარდაკარ ქადაგებისას ერთი და შეხვდა ახალგაზრდა დედას, რომელიც მუშაობდა კიდეც. შემდეგ დას ეს ქალი სახლში არ ხვდებოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, ტელეფონით დაკავშირებოდა ამ ქალს. ახალგაზრდა ქალმა თქვა, რომ მას ნამდვილად არ ჰქონდა ბიბლიის შესასწავლად დრო. დამ უთხრა: „10—15 წუთის განმავლობაში თქვენ ტელეფონითაც კი შეგიძლიათ რაღაც ახლის შესწავლა“. „კარგი, თუ ეს ტელეფონით არის შესაძლებელი, მე თანახმა ვარ“, — თქვა ქალმა. მალე ჩვენი და ამ ქალთან ტელეფონით რეგულარულად ატარებდა ბიბლიის შესწავლას.
6 ხომ არ სურს ვინმეს, ვისთანაც განმეორებითი მონახულებები გაქვთ, ტელეფონით ბიბლიის შესწავლა? შეგეძლოთ ზემოთ მოხსენიებული შეთავაზების გამოყენება ან, უბრალოდ, გეთქვათ: „თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია, შეგვეძლო ბიბლიის შესწავლა ტელეფონით ჩაგვეტარებინა. რას იტყვით, როგორ გირჩევნიათ?“ ბიბლიის შესწავლის პროგრამის სხვების მდგომარეობისთვის მორგებით ჩვენ შევძლებთ ადამიანებს ‘ღვთის შემეცნების პოვნაში’ დავეხმაროთ (იგავები 2:5, სსგ; 1 კორინთელები 9:23).
[სასწავლო კითხვები]
1, 2. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შესწავლის პროგრამა ისეთი მიმართულებით წარვმართოთ, რომ დაკავებული ხალხისთვის დახმარების გაწევა შევძლოთ?
3. რატომ უნდა ვაჩვენოთ ადამიანს პირველივე მონახულებაზე, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლები, და როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
4. როგორ შეიძლება კართან ბიბლიის შესწავლის დაწყება განმეორებითი მონახულების გაკეთებისას?
5, 6. ა) რატომ იწყებს ზოგი ადამიანი უფრო თავისუფლად ბიბლიის შესწავლას ტელეფონით? ბ) რის თქმა შეგვიძლია ტელეფონით ბიბლიის შესწავლის შეთავაზებისას?