განათლება, რომელსაც სიცოცხლისკენ მივყავართ
1 რამდენად სასიამოვნოა იმ ადამიანების გაბრწყინებული თვალების ხილვა, რომლებიც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას ეცნობიან. ღვთის შემეცნებისა და განზრახვების სხვებისთვის გაზიარება მართლაც რომ კმაყოფილებას იწვევს ჩვენში, რადგან სწორედ ასეთ განათლებას მიჰყავს ადამიანი მარადიულ სიცოცხლემდე (იოან. 17:3).
2 რატომ არის საუკეთესო. დღესდღეობით ყველა პირობაა შექმნილი მრავალმხრივი განათლების მისაღებად (ეკლ. 12:12). მაგრამ ასეთი განათლება ვერ შეედრება ‘ღვთის დიდებულ საქმეებს’ (საქ. 2:11). შეძლო ქვეყნიურმა განათლებამ შემოქმედთან ადამიანების დაახლოება, ან ამცნო მათ მისი განზრახვა? გააგებინა მათ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, ან რატომ არსებობს ამდენი ტანჯვა? მისცა მათ იმედი? განამტკიცა ოჯახური კვანძები? რა თქმა უნდა არა. მხოლოდ ღვთიური განათლება იძლევა სწორ პასუხებს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
3 ღვთიური განათლება ზნეობრივი ფასეულობების გათავისებაშიც გვეხმარება, რაც წუთისოფელში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ღვთის სიტყვას შეუძლია რასიზმისა და ნაციონალიზმის აღმოფხვრა მათი გულებიდან, ვინც იღებს და იცავს ბიბლიურ სწავლებებს (ებრ. 4:1). ამ სწავლებამ ასევე აღძრა ადამიანები უარეყოთ ყოველგვარი ძალადობა და ‘შემოსილიყვნენ ახალი პიროვნებით’ (კოლ. 3:9—11; მიქ. 4:1—3). უფრო მეტიც, ღვთიურმა განათლებამ მილიონობით ადამიანს მისცა შინაგანი ძალა, ღვთისთვის მიუღებელი ღრმად ფესვგადგმული ჩვევებისა თუ თვისებების დასაძლევად (1 კორ.6:9—11).
4 რატომ არის გადაუდებელი. ჩვენი დიდებული მოძღვარი გვახსენებს, რა დროში ვცხოვრობთ. წინასწარმეტყველებიდან ვგებულობთ, რა უნდა ემცნოს ადამიანებს მთელი დედამიწის მასშტაბით (გამოცხ. 14:6, 7). ქრისტე უკვე მმართველობს ზეცაში, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია მალე დაეცემა და ღვთის სამეფო გაანადგურებს დედამიწის ყველა მთავრობას (დან. 2:44; გამოცხ. 11:15; 17:16). ახლა იმის დროა, რომ ადამიანებმა აღიარონ ღვთის მიერ დანიშნული მეფე, გამოვიდნენ დიდი ბაბილონიდან და რწმენით მოუხმონ იეჰოვას სახელს (ფსალმ. 2:11, 12; რომ. 10:13; გამოცხ.18:4). დაე, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რათა გადავცეთ ადამიანებს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ცნობა.