ყველასთვის სამაგალითო
მას ძალიან ახლო, თბილი ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და მთელი სიცოცხლე მისი ნების შესრულებას მიუძღვნა. ის „ღმერთთან დადიოდა“, რის გამოც კურთხევები მიიღო. ეს იყო ნოე — ყველა ასაკის ადამიანისთვის სამაგალითო მამაკაცი (დაბ. 6:9, სსგ). ვიდეოფილმი „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“ დაგეხმარებათ იმის დანახვაში, თუ როგორ ცხოვრობდა ნოე, რატომ აკურთხა ის იეჰოვამ და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.
DVD–ზე ფილმთან ერთად ჩაწერილია ვიქტორინა. უყურე ფილმს და შემდეგი კითხვებით შეამოწმე საკუთარი თავი: 1) რა ჩაიდინა ზოგმა ანგელოზმა, და ვინ იყვნენ ბუმბერაზები? (დაბ. 6:1, 2, 4); 2) რატომ გაბოროტდა ასე ხალხი და რას გრძნობდა იეჰოვა ამის გამო? (დაბ. 6:4—6); 3) რით გამოირჩეოდა ნოე სხვებისგან? (დაბ. 6:22); 4) როგორ განადგურდნენ ბოროტები? (დაბ. 6:17); 5) რა ზომის იყო კიდობანი? (დაბ. 6:15); 6) კიდევ რა გააკეთა ნოემ და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ხალხს? (მათ. 24:38, 39; 2 პეტ. 2:5); 7) თითო სახეობის რამდენი ცხოველი იყო კიდობანში შეყვანილი? (დაბ. 7:2, 3, 8, 9); 8) რამდენ ხანს წვიმდა და რამდენი ხანი იყო დედამიწა დატბორილი? (დაბ. 7:11, 12; 8:3, 4); 9) რატომ გადარჩა ნოე და მისი ოჯახი? (დაბ. 6:18, 22; 7:5); 10) სად გაჩერდა კიდობანი? (დაბ. 8:4); 11) საიდან იცოდა ნოემ, რომ კიდობანში უსაფრთხოდ იქნებოდა? (დაბ. 8:6—12); 12) რა გააკეთა ნოემ, როცა კიდობნიდან გამოვიდა? (დაბ. 8:20—22); 13) რას ნიშნავდა ცაზე ცისარტყელის გამოჩენა? (დაბ. 9:8—16); 14) რას ნიშნავს ის, რომ ნოე „ღმერთთან დადიოდა“? (დაბ. 6:9, 22; 7:5); 15) რა არის იმისათვის საჭირო, რომ ნოე სამოთხეში ვნახოთ? (მათ. 28:19, 20; 1 პეტ. 2:21).
როგორ შეგიძლია ერთგული და მორჩილი ნოეს მსგავსად, შენც ‘იარო ღმერთთან’ და გჯეროდეს, რომ იეჰოვას დღესაც შეუძლია თავისი ხალხის ხსნა? (დაბ. 7:1; იგავ. 10:16; ებრ. 11:7; 2 პეტ. 2:9).