ჩვენი მსახურება — თანაგრძნობით აღსავსე საქმე
1 იესომ თქვა, რომ ისინი, ვინც მას უსმენდნენ „უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:36). ის სიბრალულითა და სიყვარულით ამცნობდა მათ იეჰოვას ნორმებს, ანუგეშებდა და თანაგრძნობით ზრუნავდა მათ სულიერ მოთხოვნილებებზე. როდესაც ვფიქრობთ იესოს საქმეებზე მისი მსგავსი გრძნობები გვივითარდება და ეს თანაგრძნობა ჩვენს მსახურებაშიც ცხადი ხდება.
2 მხოლოდ წარმოიდგინე, როგორ იღებდა იესო მასთან დახმარების სათხოვნელად მისულ სასოწარკვეთილ ხალხს (ლუკ. 5:12, 13; 8:43—48). ის ყურადღებით ეკიდებოდა მათ, ვისაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდებოდა (მარ. 7:31—35). მას ესმოდა, რას გრძნობდნენ ადამიანები და თანაუგრძნობდა მათ. იესო მარტო გარეგნობას არ უყურებდა (ლუკ. 7:36—40). ის სრულყოფილად ირეკლავდა ღვთის თანაგრძნობას.
3 „გული დაეწვა“: იესო მოვალეობის მოხდის მიზნით არ მსახურობდა. მას ხალხის გამო გული ეწვოდა (მარ. 6:34). ჩვენც მხოლოდ ცნობის გამავრცელებლები კი არა ვართ, არამედ ვცდილობთ, გადარჩენაში დავეხმაროთ ხალხს. ეცადე გაიგო, თუ რატომ რეაგირებენ ადამიანები სხვადასხვანაირად. რატომ არიან ისინი შეწუხებული და დამწუხრებული? იმიტომ ხომ არა, რომ ცრუ რელიგიური მწყემსებისგან მიტოვებული და შეცდომაში შეყვანილი არიან? ჩვენმა გულწრფელმა ინტერესმა შესაძლოა ხალხი აღძრას, მოისმინონ სასიხარულო ცნობა (2 კორ. 6:4, 6).
4 თანაგრძნობა გულებამდე აღწევს. ერთი ქალი საშინლად განიცდიდა თავისი სამი თვის გოგონას სიკვდილს. როცა ერთ დღეს მასთან ორი იეჰოვას მოწმე მივიდა, ქალმა შეიპატიჟა ისინი, რომ გაებათილებინა მათი მტკიცებები, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას. მაგრამ მოგვიანებით ამ ქალმა თქვა: „ისინი დიდი თანაგრძნობით მისმენდნენ და მათი წასვლის შემდეგ თავი ბევრად უკეთესად ვიგრძენი, ამიტომაც განმეორებით მონახულებაზეც დავთანხმდი“. ცდილობ, თანაუგრძნო მათ, ვისაც მსახურებაში ხვდები?
5 თუ ვისწავლით თანაგრძნობის გამოვლენას, ეს დაგვეხმარება, ნამდვილად ვანუგეშოთ სხვები. ასე განვადიდებთ იეჰოვას, „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას“ (2 კორ. 1:3).