საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/07 გვ. 4
  • „როგორ უპასუხებთ?“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „როგორ უპასუხებთ?“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მსგავსი მასალა
  • ჩვენს მკითხველს
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • 1) შეკითხვა, 2) ბიბლიური მუხლი და 3) თავი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • ახალი რუბრიკა საუბრის დაწყებაში დაგვეხმარება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • ძვირფასო მკითხველო!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 3/07 გვ. 4

„როგორ უპასუხებთ?“

1. რა სირთულეებს ხვდება ბევრი ჩვენგანი?

1 გიყვარს ღვთის სიტყვის კითხვა? ხომ არ გიჭირს მასში მოცემული ამა თუ იმ დეტალის გახსენება ან იმის დამახსოვრება, თუ რომელ მუხლში წერია ესა თუ ის აზრი? გსურს, რომ შენმა შვილებმა კარგად იცოდნენ ბიბლიაში ჩაწერილი ძირითადი მოვლენები და სწავლებები? „გამოიღვიძეთ!“-ის 31-ე გვერდზე მოცემული რუბრიკა სათაურით „როგორ უპასუხებთ?“ დაეხმარება როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანდაზმულებს, რომ უკეთ შეისწავლონ ღვთის სიტყვა (საქ. 17:11).

2. როგორ შეიძლება რუბრიკაში, „როგორ უპასუხებთ?“, მოცემული სხვადასხვა ნაწილის გამოყენება?

2 როგორ შეგიძლიათ ამ რუბრიკის საუკეთესოდ გამოყენება? 2006 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში ამასთან დაკავშირებით შემდეგი რჩევა იყო მოცემული: «ერთი წუთით თვალი შეავლეთ  . . . 31-ე გვერდს. ზოგიერთი ნაწილი პატარა მკითხველებს დააინტერესებს. ზოგი კი მათ დააფიქრებს, ვინც კარგად იცის ბიბლია. მაგალითად, რუბრიკაში „როდის მოხდა ეს?“ ხაზით უნდა დააკავშიროთ ესა თუ ის თარიღი, ბიბლიური პერსონაჟი ან მოვლენა. ბევრ კითხვაზე პასუხი იმავე ნომრის რომელიმე გვერდზე დაიბეჭდება. რაც შეეხება ნაწილს „ამ ნომრიდან“, იქ დასმულ კითხვებზე პასუხების მოძებნა თვითონ ჟურნალში იქნება შესაძლებელი. კარგი იქნებოდა, თუ პასუხების წაკითხვამდე ამა თუ იმ მასალას გამოიკვლევდით და საინტერესო აზრებს სხვებსაც გაუზიარებდით. ამ რუბრიკის გამოყენება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს შორისაც შეიძლება».

3. რა სარგებლობა მოაქვს ოჯახებისთვის რუბრიკას „როგორ უპასუხებთ?“ და პირადად შენ ყველაზე მეტად ამ რუბრიკის რომელი ნაწილი მოგწონს?

3 ბევრ ოჯახს ძალიან მოსწონს ეს რუბრიკა და მას ოჯახურ შესწავლაზე იყენებს. ერთი დედა წერს: «მე და ჩემმა მეუღლემ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ოჯახურ შესწავლაზე დამატებით განვიხილავდით რუბრიკის ერთ-ერთ ნაწილს „დავალება ბავშვებისთვის“, რათა შესწავლა უფრო სახალისო და საინტერესო გაგვეხადა ჩვენი სამი წლის გოგონასთვის. ძალიან გვიხარია იმის დანახვა, თუ როგორი გაფაციცებით იღებს ის „გამოიღვიძეთ!“-ის პირად ეგზემპლარს და გულმოდგინედ ფურცლავს მას, სანამ არ იპოვის, რასაც ეძებს». ბრაზილიაში მცხოვრები ერთი მამა ამბობს: «მე და ჩემს შვიდი წლის ვაჟს, მოიზეზს, ძალიან მოგვწონს „გამოიღვიძეთ!“-ის ეს რუბრიკა. ეს ეხმარება მას, ყურადღებით იყოს, მოძებნოს ბიბლიური მუხლები, გაიგოს, თუ რა მოვლენაა აღწერილი სურათებზე და ისწავლოს რომელ წელს რა მოხდა». რვა წლის ეშლი წერს: «დიდი მადლობა „გამოიღვიძეთ!“-ის 31-ე გვერდზე მოცემული რუბრიკისთვის „როგორ უპასუხებთ?“. მისი დახმარებით ბიბლიიდან ბევრი რამ ვისწავლე».

4. როგორ შეუძლიათ ოჯახებს რუბრიკა „როგორ უპასუხებთ?“ ოჯახური შესწავლის ნაწილად აქციონ?

4 კარგი იქნება, თუ ამ რუბრიკას დროდადრო ოჯახურ შესწავლაზე გამოიყენებ. თუ შენთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომია „საძიებელი“ ან „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკა კომპაქტ-დისკზე, შეგიძლია ისინი რთულ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად გამოიყენო. ამგვარად შენი შვილები ისწავლიან, როგორ გამოიკვლიონ ესა თუ ის საკითხი. თუ შენი შვილები იმ ასაკში არიან, რომ დამოუკიდებლად შეძლებენ ამა თუ იმ საკითხის გამოკვლევას, შეგეძლო ოჯახურ შესწავლამდე დაგევალებინა მათთვის, მოეძებნათ პასუხები კითხვებზე რუბრიკის ნაწილიდან „ვინ ვარ?“ ან „როდის მოხდა ეს?“. შესწავლის დროს კი ისინი გაგიზიარებენ იმას, რაც წინასწარ გამოიკვლიეს. ამ რუბრიკის ეფექტურად გამოყენება იმის ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მშობლებმა შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგონ და დაეხმარონ მათ, ‘ჩვილობიდანვე იცოდნენ წმინდა წერილები’ (2 ტიმ. 3:15; კან. 6:7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება