საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/07 გვ. 8
  • ანუგეშეთ გულგატეხილები!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ანუგეშეთ გულგატეხილები!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მსგავსი მასალა
  • ანუგეშეთ დამწუხრებულნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • როგორ გვანუგეშებს ღმერთი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • იმედი ‘ყოველი ნუგეშის ღმერთისგან’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 12/07 გვ. 8

ანუგეშეთ გულგატეხილები!

1 კაცობრიობის ისტორიაში ადამიანებს არასოდეს დასჭირვებიათ ნუგეში ისე ძალიან, როგორც დღეს. ჩვენ ვბაძავთ ჩვენს მეფეს, იესო ქრისტეს, და ‘გულგატეხილებს ჭრილობებს ვუხვევთ’ (ეს. 61:1).

2 ჩვენი მიდგომა: ადამიანები რომ ვანუგეშოთ, მსახურების დროს გაწონასწორებულნი უნდა ვიყოთ და ყურადღება დადებითზე უნდა გავამახვილოთ. როდესაც ქადაგების დროს ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას მსოფლიოში არსებულ ბოროტებასა და ცრუ სწავლებებზე, ჩვენი საუბარი უფრო მანუგეშებელი ხდება, რადგან ჩვენი ქადაგების ძირითადი თემა ბიბლიური ჭეშმარიტება და ის ნათელი იმედია, რომელსაც ღმერთი გვინერგავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქადაგებისას ჩვენ არმაგედონის შესახებ არაფერს ვიტყვით. ჩვენი მოვალეობაა, რომ გავაცხადოთ როგორც ‘იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადის, ისე ჩვენი ღვთის შურისძიების დღის’ შესახებ, რათა ‘გავაფრთხილოთ ბოროტი, მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან’. მაგრამ არმაგედონის შესახებ გაფრთხილებამ და იმან, თუ რა გამანადგურებელ შედეგებს მოიტანს ის, არ უნდა დაჩრდილოს სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (ეს. 61:2; ეზეკ. 3:18; მათ. 24:14).

3 კარდაკარ: გასაკვირი არ არის, რომ კარდაკარ ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რომლებსაც გული აქვთ გატეხილი ავადმყოფობის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის, უსამართლობისა თუ ეკონომიკური პრობლემების გამო. ჩვენ ვბაძავთ ქრისტეს, ამიტომ ‘გული გვეწვება’ და თანაგრძნობით ვეკიდებით მათ, ვისაც მსახურებაში ვხვდებით (ლუკ. 7:13; რომ. 12:15). მართალია, ადამიანს შეიძლება ერთი ან ორი მუხლი ამოვუკითხოთ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ‘სწრაფები უნდა ვიყოთ მოსმენაში’ და შესაძლებლობა მივცეთ მას, რომ თავისი გრძნობები გამოხატოს (იაკ. 1:19). თუ ჯერ მოვუსმენთ მობინადრეს, შემდეგ უკეთესად შევძლებთ მის ნუგეშისცემას.

4 საუბრისას შესაფერის დროს შეგვეძლო გვეთქვა: „მინდა ბიბლიიდან რამდენიმე მანუგეშებელი სიტყვა ამოგიკითხოთ“. გამოავლინე გამჭრიახობა და მოერიდე მობინადრის ყველა მცდარი შეხედულების შესწორებას. ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ბიბლიური მუხლების გამოყენებით გავამხნევოთ და ვანუგეშოთ ადამიანი. ამ მხრივ დახმარებას გაგიწევს წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, გვერდები 97—101, თემა „გამხნევება“. ან შეგიძლია მობინადრეს მისცე ტრაქტატი „ნუგეში დეპრესიით დატანჯულთათვის“ და მასთან ერთად განიხილო მასში მოცემული გამამხნევებელი აზრები.

5 ეძებე სხვების გამხნევების შესაძლებლობები: გყავს ისეთი მეზობელი, თანამშრომელი, თანაკლასელი ან ოჯახის წევრი, რომელსაც ნუგეში სჭირდება? კარგი იქნება, თუ სახლში მიაკითხავ მათ და ბიბლიიდან მანუგეშებელ აზრებს გაუზიარებ. თუ გეცოდინება, რა მხრივ სჭირდებათ მათ ნუგეში, ეს დაგეხმარება, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგე. ასეთ დროს ზოგიერთები წერილებს წერენ ან ტელეფონით ამხნევებენ მათ, ვისაც ნუგეში სჭირდება. მოყვასისადმი ნამდვილი სიყვარული აღგვძრავს, რომ თანავუგრძნოთ სხვებს და ბიბლიის მეშვეობით ვანუგეშოთ ისინი (ლუკ. 10:25—37).

6 ჩვენ გვევალება, ვანუგეშოთ მგლოვიარენი, გავამხნევოთ დამწუხრებულები და მათ ნათელი მომავლის იმედი ჩავუნერგოთ. სწორედ ასეთი ნუგეში სჭირდებათ ადამიანებს მთელ მსოფლიოში. როდესაც ხალისით ვსაუბრობთ იმ მრავალი აღთქმის შესახებ, რასაც ღმერთი ჩვენდა სასიკეთოდ განახორციელებს, ეს ანუგეშებს და იმედს უნერგავს გულგატეხილებს. დაე, ყოველთვის ‘შევუხვიოთ ჭრილობები გულგატეხილებს’!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება