საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/08 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • მსგავსი მასალა
  • დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • იეჰოვასთვის დიდების მომტანი სასიხარულო ქორწილები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • იეჰოვას პატივსაცემი ქორწილი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 11/08 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ რა საკითხებზე უნდა იმსჯელოს წყვილმა უხუცესებთან, თუ მათ სურთ, რომ საქორწილო მოხსენება სამეფო დარბაზში წარმოითქვას?

ქორწინება, რომელსაც ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით ეწევა ორგანიზება, განადიდებს იეჰოვას. ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია მაშინ, როცა საქორწილო მოხსენება სამეფო დარბაზში წარმოითქმება. ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც სამეფო დარბაზში ტარდება, იმის მაჩვენებელია, თუ როგორია ღვთის ორგანიზაცია. ბიბლიაში წერია: „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“. ამიტომ უხუცესებმა დასაქორწინებელ წყვილთან საუბრის დროს უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, რომ საქორწილო მოხსენება სამეფო დარბაზში წარმოითქვას (1 კორ. 14:40).

დასაქორწინებელმა წყვილმა წერილობითი თხოვნით უნდა მიმართოს კრების სამსახურებრივ კომიტეტს. მათ ეს კარგა ხნით ადრე უნდა გააკეთონ და წერილში მიუთითონ ზუსტი თარიღი და დრო, როდის სურთ სამეფო დარბაზის გამოყენება. წყვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უხუცესები ამ ღონისძიების გამო ვერ შეცვლიან კრების შეხვედრების განრიგს. გარდა ამისა, დასაქორწინებელი წყვილი კარგი რეპუტაციით უნდა სარგებლობდეს და იეჰოვას სამართლიანი პრინციპების შესაბამისად უნდა ცხოვრობდეს.

ყველაფერი რომ ღვთის განსადიდებლად გაკეთდეს, წყვილმა სამსახურებრივ კომიტეტთან უნდა შეათანხმოს, როგორ სურთ ამ ღონისძიების წარმართვა. თუ ისინი ყველაფერს სათანადოდ აკეთებენ, უხუცესებმა საკუთარი აზრი არ უნდა მოახვიონ თავს. მაგრამ თუ ბიბლიური პრინციპი ირღვევა, წყვილი მზად უნდა იყოს, რომ მიიღოს სათანადო ზომები. მუსიკა მხოლოდ „სამეფოს მელოდიებიდან“ ან სიმღერების წიგნიდან უნდა იქნეს შერჩეული. სამეფო დარბაზის მორთვისა და სკამების გადაადგილებისთვის საჭიროა ნებართვის აღება. სურათების გადაღება და ვიდეოჩანაწერის გაკეთება ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს, რომ არ დაიჩრდილოს ეს ღონისძიება. უხუცესებმა შეიძლება ნება დართონ წყვილს, რომ მათ რეპეტიცია გაიარონ სამეფო დარბაზში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ კრების შეხვედრების ჩატარებას. საინფორმაციო დაფაზე არ უნდა იყოს გაკრული საქორწილო მოხსენებაზე მოსაწვევი განცხადება. თუმცა, უხუცესებს შეუძლიათ მოკლე განცხადება გააკეთონ სამსახურებრივ შეხვედრაზე და მოიწვიონ და-ძმები ამ ღონისძიებაზე.

მართალია, აუცილებელი არ არის, რომ ისინი, ვინც უშუალოდ საქორწილო ცერემონიალში იღებს მონაწილეობას, მონათლულები იყვნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინი უხეშად არ არღვევდნენ ბიბლიურ პრინციპებს და გამომწვევად არ იქცეოდნენ. თუ შესაძლებელია, საქორწილო მოხსენება უხუცესმა უნდა წაიკითხოს. უხუცესები ღვთის სიტყვის დახელოვნებული მასწავლებლები არიან, ამიტომ ისინი საუკეთესოდ დაანახვებენ წყვილს, რა ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ცხოვრებაში (1 ტიმ. 3:2).

უხუცესს წინასწარ უნდა უთხრან, როგორ წარიმართება საქორწილო ცერემონიალი, რადგან თუ მას ყველა დეტალი არ ეცოდინება, ამან შეიძლება უხუცესის რეპუტაციაზე იმოქმედოს. გარდა ამისა, მან უნდა ჰკითხოს წყვილს, შეხვედრების დროს იცავდნენ თუ არა მაღალზნეობრივ ნორმებს. წყვილმა ამ საკითხზე გულწრფელად უნდა ისაუბროს უხუცესთან. თუ მათგან რომელიმე ადრე დაქორწინებული იყო, უნდა დაადასტუროს, რომ აქვს ხელმეორედ დაქორწინების უფლება (მათ. 19:9). გარდა ამისა, მან უნდა აჩვენოს უხუცესს განქორწინების მოწმობა.

თუ დასაქორწინებელი წყვილი გულახდილი იქნება და მჭიდროდ ითანამშრომლებს უხუცესებთან, საქორწილო ცერემონიალი ყველას სიამოვნებას მიანიჭებს (იგავ. 15:22; ებრ. 13:17).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება