საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp20 № 2 გვ. 4-5
  • რატომ გვჭირდება ღვთის სამეფო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ გვჭირდება ღვთის სამეფო?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲓᲐᲕᲔᲔᲑᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲘᲦᲔᲑᲔᲜ ᲮᲔᲚᲨᲘ
  • ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝ!
  • ღვთის სამეფო — დედამიწის ახალი მმართველობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ღვთის მიერ დაშვებული ტანჯვა-წამების დრო იწურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • რა იწვევს ბოროტებასა და ტანჯვას?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
wp20 № 2 გვ. 4-5
ადამი და ევა ედემის ბაღში ჩანჩქერს შესცქერიან.

ღვთის მმართველობის დროს მის ქმნილებებს შორის მშვიდობა და ერთობა სუფევდა.

რატომ გვჭირდება ღვთის სამეფო?

კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ერთადერთი მმართველი ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი იყო. მან ადამიანები ულამაზეს ედემის ბაღში დაასახლა, უხვად მისცა საკვები და სასიამოვნო საქმეც დაავალა (დაბადება 1:28, 29; 2:8, 15). მათ რომ ღვთის მმართველობისთვის დაეჭირათ მხარი, კაცობრიობა დღემდე მშვიდობიან გარემოში იცხოვრებდა.

ადამს ხელში აკრძალული ნაყოფი უჭირავს, რომელიც ევამ შესთავაზა.

პირველმა ადამიანებმა ზურგი აქციეს ღმერთს, როგორც მმართველს.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ურჩმა ანგელოზმა, რომელსაც მოგვიანებით სატანა ეშმაკი ეწოდა, ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მმართველობის უფლება. ის ამტკიცებდა, რომ ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე ადამიანები გაცილებით ბედნიერები იქნებოდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი პირველი მშობლები, ადამი და ევა, სატანის კვალს დაადგნენ და ღმერთს დაუპირისპირდნენ (დაბადება 3:1—6; გამოცხადება 12:9).

ვინაიდან ადამმა და ევამ უარყვეს უზენაესი მმართველი, დაკარგეს სამოთხეში ცხოვრების უფლება და როგორც სრულყოფილმა ადამიანებმა, მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა (დაბადება 3:17—19). ადამისა და ევას გადაწყვეტილების უარყოფითი შედეგები მათ შთამომავლობაზეც აისახა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამის „მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“ (რომაელები 5:12). სწორედ ადამიანის ცოდვილი ბუნების შედეგია ის, რომ „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანურ მმართველობას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს.

ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲓᲐᲕᲔᲔᲑᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲘᲦᲔᲑᲔᲜ ᲮᲔᲚᲨᲘ

ნიმროდი ამპარტავნულად იყურება, მის უკან კი ხალხი სამშენებლო საქმიანობას ეწევა.

ნიმროდმა იეჰოვას მმართველობის წინააღმდეგ გაილაშქრა.

როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, პირველი მიწიერი მმართველი ნიმროდი იყო, რომელმაც იეჰოვას წინააღმდეგ გაილაშქრა. კაცობრიობის ისტორიამ ცხადყო, რომ იმ დღიდან მოყოლებული ძლევამოსილნი ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას. დაახლოებით 3 000 წლის წინ ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „ვიხილე ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. ძალაუფლება მჩაგვრელებს ჰქონდათ, ხალხს კი არ ჰყავდა ნუგეშისმცემელი“ (ეკლესიასტე 4:1).

მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ პუბლიკაციაში 2009 წელს აღნიშნული იყო: „უფრო და უფრო აშკარავდება, რომ მსოფლიო პრობლემების თავი და თავი ცუდი მმართველობაა“.

ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝ!

კაცობრიობას უკეთესი მთავრობა სჭირდება. სწორედ ამას დაგვპირდა ჩვენი შემოქმედი!

ფოტოკოლაჟი: ადამიანური მმართველობის შედეგები. 1) აზიელი ქალი ატირებული ბავშვით ხელში ასფალტზე ზის. 2) ხანდაზმული მამაკაცი საავადმყოფოში წევს. 3) ჯარისკაცები ომში იარაღებით იბრძვიან. 4) გაბრაზებული პროტესტანტები ბანერებით ხელში ქუჩაში გაჰყვირიან. 5) დედა-შვილი თავიანთი სახლის წინ დგას და შესასვლელი კარის ჩატეხილ ფანჯარას უყურებს. 6) ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქი; ფონზე საკვამურები და ელექტროგადამცემი ანძები ჩანს.

საუკეთესო მმართველებმაც კი ვერ შეძლეს კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა.

ღმერთმა დააფუძნა სამეფო, ანუ მთავრობა, რომელიც შეცვლის ყველა ადამიანურ მმართველობას, „თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). სწორედ ამ სამეფოს შესახებ ლოცულობენ მილიონები (მათე 6:9, 10). თუმცა დაპირებული სამეფოს მეფე თავად ღმერთი არ იქნება. მან აირჩია მმართველი, რომელიც ერთ დროს დედამიწაზე იყო მოვლენილი. ვისზე ვსაუბრობთ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება