ძალ-ღონეს ნუ დაიშურებ შემსწავლელის დასახმარებლად
1. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბიბლიის შემსწავლელებს დავეხმაროთ?
1 ბიბლიის შემსწავლელმა თავი რომ მიუძღვნას იეჰოვას, იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ მასთან ბიბლიის შესწავლის რეგულარულად ჩატარება. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ მათ, ვისაც ჭეშმარიტებას ასწავლიდა, ისე ეპყრობოდა, როგორც მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს. ჩვენც სიამოვნებით გადავცემთ „საკუთარ სულებს“ ჩვენს შემსწავლელებს, რათა სულიერ ზრდაში დავეხმაროთ (1 თეს. 2:7—9).
2. რატომ უნდა გამოვავლინოთ პირადი ინტერესი შემსწავლელისადმი და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
2 გამოავლინე პირადი ინტერესი: როდესაც შემსწავლელი ნასწავლის გამოყენებას იწყებს, მას სინდისი კარნახობს, რომ ახლო ურთიერთობა გაწყვიტოს მათთან, ვინც ბიბლიური პრინციპებით არ ცხოვრობს (1 პეტ. 4:4). შეიძლება მას ოჯახის წევრებიც დაუპირისპირდნენ (მათ. 10:34—36). თუ პირად ინტერესს გამოვავლენთ, ემოციურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ მას. ერთმა გამოცდილმა მისიონერმა თქვა: „შესწავლის დამთავრებისთანავე ნუ წამოხვალ შემსწავლელისგან. თუ შესაძლებელია, ცოტა ხნით დარჩი და ისაუბრეთ“. მზად იყავი, პრაქტიკული დახმარება შესთავაზო მას. მაგალითად, როცა ავად იქნება, შეგიძლია დაურეკო ან სახლში შეუარო. თუ შესაძლებელია კრების შეხვედრაზე მის გვერდით დაჯექი და ბავშვებზე ზრუნვაში დაეხმარე.
3. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ შემსწავლელს, რომ კრებისგან გამხნევება მიიღოს?
3 დახმარება კრების მხრიდან: თუ შემსწავლელის სახლთან ახლოს მოგიწევს ქადაგება, კარგი იქნება მცირე ხნით შეუარო და შენთან მყოფი მაუწყებელი გააცნო. თუ შესაძლებელია დროდადრო სხვადასხვა მაუწყებელი მიიყვანე მასთან შესწავლაზე, მათ შორის უხუცესები. როგორც კი დაინტერესებულთან შესწავლას დაიწყებ, აღძარი ის, რომ მალევე დაიწყოს სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე სიარული. ეს შესაძლებლობას მისცემს, გამამხნევებელი ურთიერთობა ჰქონდეს კრებასთან, რომელიც შეიძლება მისი სულიერი ოჯახი გახდეს (მარ. 10:29, 30; ებრ. 10:24, 25).
4. როგორ შეიძლება დაჯილდოვდეს ჩვენი ძალისხმევა?
4 მშობლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და შვილებს სულიერ ზრდაში ეხმარებიან, უდიდეს სიხარულს განიცდიან, როცა ხედავენ, რომ შვილები იეჰოვას მხარეს იკავებენ და ჭეშმარიტებაში დადიან (3 იოან. 4). ჩვენც შეგვიძლია განვიცადოთ მსგავსი სიხარული, თუ „საკუთარ სულებს გადავცემთ“ ბიბლიის შემსწავლელებს, რომ სულიერად წინ წაიწიონ.