„რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“ — ნაწილი 2
პავლემ ტიმოთეს მოუწოდა: „ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:15). მრავალი ახალგაზრდა აღიძრა, მსგავსად მოქცეულიყო მას შემდეგ, რაც ნახეს DVD „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“. გთხოვთ ნახო ის და სერიოზულად დაფიქრდე ფილმზე, ინტერვიუებსა და დამატებით მასალაზე.
2 ინტერვიუები: თითოეული ნაწილიდან რას აღნიშნავდი, რაც დაგეხმარებოდა, საუკეთესო გაგეკეთებინა იეჰოვასთვის? 1) „თავის მიძღვნა ღვთისადმი თუ ფუჭი მიზნებისადმი?“ (1 იოან. 2:17). 2) „როგორ შევიყვაროთ მსახურება?“ (ფსალმ. 27:14). 3) „ღია კარი მსახურებისკენ“ (მათ. 6:33).
3 წარსულის გახსენება: შეგიძლია უპასუხო? 1) რა მიზნებისკენ ისწრაფვოდა ერთი და და ძმა და რატომ? 2) რა წარმატებებს მიაღწიეს მათ? 3) რამ მოახდინა მათ ცხოვრებაში გარდატეხა? (2 კორ. 5:15). 4) რა თეოკრატიული მიზნებით შეცვალეს მათ თავიანთი ძველი მისწრაფებები და რატომ ფიქრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო ორივეს ერთმანეთთან შეთავსება? 5) ნანობენ ისინი, რომ შეიცვალეს ცხოვრების კურსი? 6) მათი ნათქვამიდან განსაკუთრებით რამ დაგაფიქრა საკუთარ მიზნებზე?
4 დამატებითი ინტერვიუები: რა გაიგე თითოეული ინტერვიუდან, რაც მსახურების გაფართოებაში დაგეხმარება? 1) „პირადი შესწავლის ფასი“ 2) „სხვადასხვა ფორმის მსახურება“, 3) „ბეთელში მსახურება“, 4) „მსახურებაში დახელოვნების სკოლა“, 5) «მისიონერების მომზადება „გალაადში“».