შეკითხვების ყუთი
◼ რამდენ ხანს უნდა ვუტარებდეთ ბიბლიის შესწავლას მათ, ვინც სულიერად წინ მიიწევს?
კარგი იქნება, თუ ბიბლიის შემსწავლელთან, რომელიც სულიერად წინ მიიწევს, შევისწავლით ორივე პუბლიკაციას: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და „დარჩით ღვთის სიყვარულში“. შესწავლა შემსწავლელის მონათვლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში მაუწყებელი ჩვეულებრივ იწერს დროს, განმეორებით მონახულებებსა და შესწავლას. თუ მაუწყებელი ამ შესწავლას სხვასთან ერთად ატარებს, დროს ის მაუწყებელიც იწერს (იხილეთ 2009 წლის მარტის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 2).
მნიშვნელოვანია, შემსწავლელმა ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს მანამ, სანამ მასთან შესწავლას შევწყვეტთ. საჭიროა, ისინი „ფესვგადგმულნი“ იყვნენ ქრისტეში და განმტკიცებულნი რწმენაში, რათა გაუძლონ განსაცდელებს, რომლებიც გარდაუვალია (კოლ. 2:6, 7; 2 ტიმ. 3:12; 1 პეტ. 5:8, 9). გარდა ამისა, სხვებს რომ ეფექტურად ასწავლონ, მათ თავად უნდა ჰქონდეთ „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ (1 ტიმ. 2:4). ამ ორი წიგნის შესწავლით, შემსწავლელს ვეხმარებით მყარად იდგეს სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე (მათ. 7:14).
უხუცესები, სანამ მონათვლის ნებას დართავენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ შემსწავლელს ნათლად ესმის ბიბლიის ძირითადი სწავლებები და ცხოვრობს ამ სწავლებების თანახმად. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ უხუცესები, თუ შემსწავლელს ჯერ პირველი წიგნიც არ აქვს ბოლომდე გავლილი. თუ შემსწავლელი არ არის მზად ნათლობისთვის, უხუცესები უნდა დაეხმარონ მას, რომ დროთა განმავლობაში მან მონათვლისთვის აუცილებელი მოთხოვნები დააკმაყოფილოს (იხილეთ „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 216—218).
[ჩანართი 2 გვერდზე]
მნიშვნელოვანია, შემსწავლელმა ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს