ახალი რუბრიკები „საგუშაგო კოშკში“
ყოველი თვის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დასაწყებად ვიყენებდით „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკას „ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან“. იანვრიდან ეს რუბრიკა შეიცვლება რუბრიკით „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“, რომელიც ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდზე იქნება მოცემული. ჩვენ შეგვიძლია მსახურებაში გამოვიყენოთ რუბრიკა „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ ისე, როგორც ვიყენებდით „ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან“ (km 12/10 გვ. 2). როგორც ადრე, ახლაც „ჩვენი სამეფო მსახურების“ ფურცლებზე მოცემული იქნება შეთავაზების ნიმუში, რომელიც შეგვიძლია თვის პირველ შაბათს გამოვიყენოთ.