როგორ გამოვიყენოთ დღესასწაულების პერიოდი?
დღესასწაულების დროს ბევრი არ მუშაობს და სახლშია. თუმცა საჭიროა ტაქტიანობისა და გონიერების გამოვლენა, ხშირად ეს მსახურებისთვის ხელსაყრელი დროა. კრებებმა გარკვეული ღონისძიებები უნდა შეიმუშაონ იმისათვის, რომ მაუწყებლებმა დღესასწაულების პერიოდში იქადაგონ. თუ ამ დროს ბევრს გვიანობამდე სძინავს, კარგი იქნება, რომ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა შესაფერის დროს დაინიშნოს. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა სამსახურებრივ შეხვედრაზე განცხადება გაკეთდეს და ამგვარად მაუწყებლებს მოუწოდონ, რომ შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში. რა თქმა უნდა, დღესასწაულების პერიოდში ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია დრო პირად საკითხებსა და დასვენებასაც დავუთმოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ მსახურებაშიც ჩავერთვებით. შედეგი ის იქნება, რომ წმინდა მსახურებაში მონაწილეობა სიხარულს მოგვანიჭებს და გამოგვაცოცხლებს (მათ. 11:29, 30).