თვის მუხლი: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“ (2 ტიმ. 4:2).
როგორ ავუხსნათ სხვებს, რომ სამეფომ 1914 წელს დაიწყო მმართველობა
ბიბლია მოგვიწოდებს, მზად ვიყოთ ჩვენი რწმენის დასაცავად და ეს „რბილად და ღრმა პატივისცემით“ გავაკეთოთ (1 პეტ. 3:15). სიმართლე რომ ვთქვათ, შეიძლება ადვილი არ იყოს ისეთი ღრმა ბიბლიური სწავლებების ახსნა, როგორიცაა სამეფოს მმართველობის დამყარება 1914 წელს. ჩვენ დასახმარებლად მომზადდა 2-ნაწილიანი სტატია „საუბრები ბიბლიურ თემებზე — როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა?“. ეს სტატიები დაიბეჭდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ოქტომბრისა და ნოემბრის ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ ნომრებში. ამ სტატიების კითხვისას ყურადღება მიაქციე, როგორ მიუდგა მაუწყებელი მობინადრეს და დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:
როგორ . . .
შეაქო მაუწყებელმა მოსაუბრე მასთან საერთო ენის გამონახვის მიზნით? (საქ. 17:22).
გამოავლინა თავმდაბლობა, როცა იგი თავის მრწამსს უხსნიდა მას? (საქ. 14:15).
რატომ იყო კარგი . . .
სხვა აზრზე გადასვლამდე განხილული აზრების შეჯამება?
დროდადრო პაუზების გაკეთება და იმის გაგება, სწვდებოდა თუ არა მოსაუბრე მის ნათქვამს?
რომ მქადაგებელმა მობინადრეს ერთ ჯერზე არ მიაწოდა დიდი რაოდენობით ინფორმაცია? (იოან. 16:12).
ჩვენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი, ჩვენი დიდებული მოძღვრის, რომელიც გვასწავლის, როგორ ავუხსნათ ღრმა ბიბლიური სწავლებები მათ, ვისაც ჭეშმარიტება სწყურია (ეს. 30:20).