გაუზიარე სხვებს ყოველივე კარგი და იყავი სტუმართმოყვარე (მათ. 12:35ა)
ცხადია, ყველას გვსურს, რომ სხვებს ყოველივე კარგი გავუზიაროთ და „სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ“ (რომ. 12:13). უხუცესები ზრუნავენ იმაზე, რომ ყველა მოწვეული მომხსენებლისადმი სათანადოდ იქნეს გამოვლენილი სტუმართმოყვარეობა და დაიფაროს მათი მგზავრობის ხარჯები. თუმცა ჩვენ შესაძლოა სტუმართმოყვარეობას იმიტომ ვერ ვიჩენთ, რომ, ან ხელმოკლედ ვცხოვრობთ, ან ვნერვიულობთ, რომ სახლში სტუმრების მისაღებად კომფორტული პირობები არ გვაქვს. ამგვარ გრძნობებს იმ შემთხვევაში დავძლევთ, თუ გავითვალისწინებთ მართას მიმართ ნათქვამ იესოს სიტყვებს (ლუკ. 10:39—42). იესომ ხაზი გაუსვა იმ აზრს, რომ მასპინძლობის გამოვლენისას უმთავრესი მეგობრული ურთიერთობა და გამხნევებაა, და არა პომპეზური სადილი ან მდიდრული სახლი. თუ ამ რჩევას ყურად ვიღებთ, შევძლებთ, რომ გავუზიაროთ ყოველივე კარგი ჩვენს და-ძმებს, როგორც ამისკენ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს (3 იოან. 5—8).