„გულში ჩაიბეჭდე ეს სიტყვები“
მშობლები მწყემსებივით არიან. მათ სათანადოდ უნდა იზრუნონ თავიანთ შვილებზე, ვინაიდან ახალგაზრდებმა შესაძლოა ადვილად გადაუხვიონ სწორი გზიდან და დაუძინებელი მტრის პირისპირ დაუცველნი აღმოჩნდნენ (იგავ. 27:23). როგორ შეუძლიათ მშობლებს თავიანთი მოვალეობის ღირსეულად შესრულება? მათ შვილებთან სასაუბროდ დრო უნდა გამოყონ, რათა იცოდნენ, თუ რით სუნთქავენ ისინი (იგავ. 20:5). ამასთანავე, მშობლებმა შვილების რწმენის განსამტკიცებლად, „ცეცხლგამძლე მასალებით“ უნდა „აშენონ“ (1 კორ. 3:10—15). ვიდეოფილმი „გულში ჩაიბეჭდე ეს სიტყვები“ ოჯახური თაყვანისცემის რეგულარულად ჩატარების მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. ოჯახთან ერთად უყურე ამ ვიდეოფილმს და შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
1) რატომ გადაინაცვლა ტომას რომანის ოჯახში სულიერმა საქმეებმა უკანა პლანზე? 2) რატომ ვერ ახერხებდა ტომას რომანი ოჯახის შეკრებას თაყვანისცემის საღამოზე? 3) რომელი ბიბლიური ფორმულა ეხმარება მშობლებს შვილების აღზრდაში? (კან. 6:6, 7). 4) რა უწყობს ხელს ოჯახში ახლო ურთიერთობას? 5) როგორი მსხვერპლი უნდა გაიღონ მშობლებმა, რათა შვილებზე სათანადოდ იზრუნონ? 6) რა გავლენა იქონია რომანების ოჯახზე სულიერად მოწიფულ წყვილთან, მარტინთან და იზაბელთან, ურთიერთობამ? (იგავ. 27:17). 7) რატომ უნდა მოემზადოს ოჯახური თაყვანისცემის ჩასატარებლად ოჯახისთავი წინასწარ? 8) როგორ შეძლო ტომას რომანმა თავისი ოჯახის გაერთიანება? 9) რატომ უნდა ტარდებოდეს ოჯახური თაყვანისცემა რეგულარულად? (ეფეს. 6:4). 10) რა საშუალებებით შეგვიძლია ოჯახური თაყვანისცემის გამრავალფეროვნება? 11) როგორ დაანახვა ტომასმა მარკუსს მშვიდად, თუმცა მტკიცედ, იმის აუცილებლობა, რომ ეკეთებინა ის, რაც სწორია? (იერ. 17:9). 12) როგორ დაეხმარა დედ-მამა რებეკას, რომ ჯასტინთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიეღო? (მარ. 12:30; 2 ტიმ. 2:22). 13) როგორ ცხადყვეს ტომას და მონიკა რომანებმა თავიანთ ცხოვრებაში მოხდენილი ცვლილებებით, რომ ჰქონდათ რწმენა? (მათ. 6:33). 14) როგორ უსვამს ეს ვიდეოფილმი ხაზს იმის აუცილებლობას, რომ ოჯახისთავებმა სულიერად გამოკვებონ ოჯახები? (1 ტიმ. 5:8). 15) რა გაქვთ გადაწყვეტილი თქვენ, როგორც ოჯახისთავს?
ოჯახისთავების საყურადღებოდ: ეს ვიდეოფილმი თანამედროვე დრამის სახით წარმოდგენილი იყო 2011 წლის რეგიონულ კონგრესზე. ამ დრამის ყურების შემდეგ ხომ არ აღმოაჩინეთ, რომ თქვენც უნდა გაგეუმჯობესებინათ ოჯახური თაყვანისცემა? რის თქმა შეიძლება დღეს? თუ თვლით, რომ კიდევ გესაჭიროებათ ცვლილებების მოხდენა, ილოცეთ ამ საკითხზე და ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ; ეს თქვენი ოჯახის მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება! (ეფეს. 5:15—17).