კამერუნში სასიხარულო ცნობის ქადაგება მეჩაიესთან
შეთავაზების ნიმუშები
„საგუშაგო კოშკი“
შეეკითხე: მოაღწევდა ბიბლია ჩვენამდე, მისი ავტორი ღმერთი რომ არ ყოფილიყო?
წაუკითხე: ეს. 40:8.
შესთავაზე: „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში გაეცნობით ამ სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნის ისტორიას.
„საგუშაგო კოშკი“ (ბოლო გვერდი)
შეეკითხე: თქვენ როგორ უპასუხებდით ამ კითხვას? [წაუკითხე მე-16 გვერდზე მოყვანილი პირველი კითხვა.] ზოგის აზრით, რელიგია ადამიანის მოგონილია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ღმერთმა რელიგიას იმიტომ ჩაუყარა საფუძველი, რომ მისი მეშვეობით ადამიანები დაიახლოვოს. თქვენ რას ფიქრობთ?
წაუკითხე: იაკ. 1:27.
შესთავაზე: ამ სტატიიდან გაიგებთ, კიდევ რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე. სიამოვნებით გამოგივლით სხვა დროსაც და შეგვიძლია ამ სტატიაში განხილულ აზრებზე ვიმსჯელოთ.
„სასიხარულო ცნობა ღვთისგან“
შეეკითხე: ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების კითხვისას ბევრს ისეთი აზრი უჩნდება, თითქოს ახალ ამბებს კითხულობს. ამ წინასწარმეტყველებიდან რომელი სიტყვები შესრულდა თქვენ თვალწინ?
წაუკითხე: 2 ტიმ. 3:1—5.
შესთავაზე: ამ ბროშურაში ახსნილია, თუ რატომ არის დღეს არსებული მდგომარეობა სინამდვილეში კარგის მომასწავებელი ღვთის მოყვარულთათვის. [ყურადღება გაუმახვილე 1-ლი გაკვეთილის მე-2 კითხვაზე]
თავად შეადგინე შეთავაზება:
შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.