საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb16 ნოემბერი გვ. 3
  • ბიბლია აღწერს მარჯვე ცოლს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბიბლია აღწერს მარჯვე ცოლს
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • მსგავსი მასალა
  • დედის გონივრული დარიგება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • „მისი ქმარი ცნობილია კარიბჭეებთან“
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • მარჯანი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ცოლი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
mwb16 ნოემბერი გვ. 3

ღვთის სიტყვის საუნჯე | იგავები 27—31

ბიბლია აღწერს მარჯვე ცოლს

იგავების 31-ე თავში ჩაწერილია მნიშვნელოვანი აზრები, რომელიც მეფე ლემუელს დედამისმა უთხრა. მისი ბრძნული რჩევები მეფეს მარჯვე ცოლის არჩევაში დაეხმარებოდა.

მარჯვე ცოლი სანდოა

ბიბლიურ დროში მცხოვრები ქალი ოჯახის წევრებს საჭმელს აწვდის

31:10—12

  • ის პრაქტიკულ რჩევებს აძლევს თავის ქმარს ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს მისი მორჩილი რჩება.

  • მისი ქმარი დარწმუნებულია, რომ ის ბრძნულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და არ იჟინებს, რომ ცოლმა ყველაფერი მას ჰკითხოს.

მარჯვე ცოლი შრომისმოყვარეა

ბიბლიურ დროში მცხოვრები ქალი ოჯახის წევრებს საჭმელს აწვდის

31:13—27

  • ის ცდილობს, ყაირათიანი იყოს და მოკრძალებულად იცხოვროს, რათა ოჯახის წევრები სუფთად ჩაცმული და მოწესრიგებული ჰყავდეს და მათ საკმარისი საკვები ჰქონდეთ.

  • ის მუყაითად შრომობს და დღედაღამ თვალყურს ადევნებს ყველაფერს, რაც მის სახლში ხდება.

მარჯვე ცოლი სულიერად მოაზროვნე ადამიანია

ქალი ლოცულობს

31:30

  • ის ღვთისმოშიშია და ღმერთთან პირადი ურთიერთობა აქვს.

იცოდით?

ბიბლიურ დროში წითელი მარჯანი დიდად ფასობდა, რადგან ძალიან ლამაზი, იშვიათი და რთული მოსაპოვებელი იყო. მარჯანს ხმელთაშუა ზღვასა და წითელ ზღვაში მოიპოვებდნენ. ის ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი საგანი იყო.

წითელი მარჯანი

ოქროს, ვერცხლისა და საფირონის მსგავსად, ბიბლია მარჯანთანაც აკეთებს შედარებას, რითაც ხაზს უსვამს მის ღირებულებას.

ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ მარჯვე ცოლი „მარჯანზე ბევრად ძვირფასია“ (იგავ. 31:10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება