საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb17 ივნისი გვ. 7
  • დაიცავი იეჰოვას ზნეობრივი ნორმები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაიცავი იეჰოვას ზნეობრივი ნორმები
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოვიყურებით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
mwb17 ივნისი გვ. 7

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დაიცავი იეჰოვას ზნეობრივი ნორმები

იეჰოვამ ზნეობრივი ნორმები დაუდგინა ადამიანებს. მაგალითად, მან დაადგინა, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის მარადიული კავშირი უნდა ყოფილიყო (მათ. 19:4—6, 9). ის განსჯის სექსუალურ უზნეობას (1 კორ. 6:9, 10). იეჰოვა ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებითაც იძლევა სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც მის ხალხს სხვებისგან განასხვავებს (კან. 22:5; 1 ტიმ. 2:9, 10).

დღევანდელ ქვეყნიერებაში ბევრი უგულებელყოფს იეჰოვას ნორმებს (რომ. 1:18—32). საზოგადოებაში გავრცელებული აზრი გავლენას ახდენს, მათ ჩაცმულობაზე, გარეგნობასა და საქციელზე. ისინი უტიფრად სჩადიან ყოველგვარ უმსგავსობას და აკრიტიკებენ მათ, ვისაც განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს (1 პეტ. 4:3, 4).

იეჰოვას მოწმეებმა გაბედულად უნდა დავიცვათ ღვთის ზნეობრივი ნორმები (რომ. 12:9). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? სხვებს ტაქტიანად უნდა ავუხსნათ, რას იწონებს ღმერთი და რას არა. გარდა ამისა, ჩვენ თავად უნდა ვიცხოვროთ მაღალზნეობრივად. მაგალითად, შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: როცა საქმე ჩაცმულობასა და გარეგნობას ეხება, ჩემი სტილი იეჰოვას ნორმებს ირეკლავს თუ ქვეყნიერების ნორმებს? ცხადვყოფ ჩემი ჩაცმულობითა და გარეგნობით, რომ ღვთისმოშიში ქრისტიანი ვარ? სატელევიზიო გადაცემისა თუ ფილმის არჩევისას შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: მოეწონება ის იეჰოვას? ვის ზნეობრივ ნორმებს უჭერს ის მხარს? ხომ არ შემირყევს ზნეობრივ სიმტკიცეს ჩემ მიერ არჩეული გართობა?! (ფსალმ. 101:3). ხომ არ დააბრკოლებს ის ოჯახის წევრებსა თუ სხვებს?! (1 კორ. 10:31—33).

რატომ არის იეჰოვას ზნეობრივი ნორმების დაცვა ასე მნიშვნელოვანი? მალე იესო ქრისტე გაანადგურებს ხალხებს და ბოლოს მოუღებს ბოროტებას (ეზეკ. 9:4—7). მაშინ მხოლოდ იეჰოვას ნების შემსრულებლები გადარჩებიან (1 იოან. 2:15—17). ამიტომ, მოდი ყოველთვის დავიცვათ იეჰოვას ზნეობრივი ნორმები და ჩვენი კარგი საქციელით აღვძრათ სხვები, განადიდონ ღმერთი! (1 პეტ. 2:11, 12).

ქალი ტანსაცმელს ირჩევს

რას ამბობს ჩემს ზნეობრივ ნორმებზე ჩემი ჩაცმულობა და გარეგნობა?

უყურე ვიდეორგოლს „დაუმეგობრდი იეჰოვას — კაცად და ქალად შექმნა ისინი“ და დაფიქრდი ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე:

  • რატომ არის გონივრული იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრება?

  • რატომ უნდა ჩაუნერგონ მშობლებმა შვილებს პატარაობიდანვე იეჰოვას ზნეობრივი ნორმები?

  • როგორ შეუძლიათ დიდებსა თუ პატარებს დაანახვონ სხვებს, თუ რა არის საჭირო ღვთისგან კურთხევების მისაღებად?

როგორ უპასუხებ, თუ ვინმე გეტყვის . . .

  • „რას ფიქრობ ზოგადად ჰომოსექსუალიზმზე?“

  • „ბიბლიის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე ფანატიკურია“.

  • „ჰომოსექსუალისტები ვერ შეიცვლებიან; ისინი ასეთებად დაიბადნენ“.

(yp1 თავი 23; yp2 თავი 28)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება