იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
განივითარე ღვთისმოსაწონი თვისება — გაბედულება
რატომ არის მნიშვნელოვანი:
ქადაგება გაბედულებას მოითხოვს (საქ. 5:27—29, 41, 42).
დიდი გასაჭირი გამოსცდის ჩვენს გაბედულებას (მათ. 24:15—21).
კაცთმოშიშება დამღუპველია (იერ. 38:17—20; 39:4—7).
როგორ განვივითაროთ:
იფიქრე, როგორ იხსნიდა იეჰოვა თავის ხალხს (გამ. 14:13).
ილოცე, რომ სიმამაცე და გაბედულება გქონდეს (საქ. 4:29, 31).
მიენდე იეჰოვას (ფსალმ. 118:6).
რისი შიში უნდა დავძლიო მსახურებაში?
უყურე ვიდეორგოლს „მოერიდეთ იმას, რაც ძირს უთხრის ერთგულებას — კაცთმოშიშება“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
რატომ გვჭირდება გაბედულება მსახურებაში?
რა არის დაპირისპირებული იგავების 29:25-ში?
რატომ უნდა განვივითაროთ გაბედულება დღეს?