იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
განივითარე ღვთისმოსაწონი თვისება — რწმენა
რატომ არის მნიშვნელოვანი:
რწმენაა საჭირო, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ (ებრ. 11:6).
ღვთის დაპირებებისადმი რწმენა განსაცდელების ატანაში გვეხმარება (1 პეტ. 1:6, 7).
რწმენის ნაკლებობამ შეიძლება ცოდვის ჩადენამდე მიგვიყვანოს (ებრ. 3:12, 13).
როგორ განვივითაროთ:
ილოცე, რომ მეტი რწმენა გქონდეს (ლუკ. 11:9, 13; გალ. 5:22).
იკითხე ბიბლია და იფიქრე მასზე (რომ. 10:17; 1 ტიმ. 4:15).
რეგულარულად იქონიე ურთიერთობა თანამორწმუნეებთან (რომ. 1:11, 12).
რის გაკეთება შემიძლია საკუთარი თუ ოჯახის წევრების რწმენის განსამტკიცებლად?
რას ნიშნავს „უთვალთმაქცო რწმენა“? (1 ტიმ. 1:5).
რას უნდა მოერიდოთ ძლიერი რწმენის შესანარჩუნებლად?
რატომ იქნება საჭირო ძლიერი რწმენა დიდი გასაჭირის დროს? (ებრ. 10:39).