საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb18 თებერვალი გვ. 4
  • „პატივი ეცი მამას და დედას“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „პატივი ეცი მამას და დედას“
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • მსგავსი მასალა
  • პატივი ეცით მოხუც მშობლებს
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • პატივი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რას ნიშნავს სიტყვები „პატივი ეცი მამას და დედას“?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • პატივისცემით მოეპყარით ყველას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
mwb18 თებერვალი გვ. 4

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

„პატივი ეცი მამას და დედას“

დედამიწაზე თავისი მსახურების დროს იესომ ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შემდეგი მცნების დაცვა: „პატივი ეცი მამას და დედას“ (გამ. 20:12; მათ. 15:4). იესოს სიტყვაში სითამამე ჰქონდა, რადგან ბავშვობაში მშობლების მორჩილი იყო (ლუკ. 2:51); ზრდასრულობაში კი იზრუნა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დედამისისთვის მიეხედათ (იოან. 19:26, 27).

დღესაც ქრისტიანი ახალგაზრდები პატივს სცემენ მშობლებს იმით, რომ ემორჩილებიან და თავაზიანად მიმართავენ. სინამდვილეში მშობლების პატივისცემა ყოველთვის მოგვეთხოვება. ხანდაზმულ მშობლებს კვლავ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და, როგორც გამოცდილებს, რჩევისთვის მივმართოთ (იგავ. 23:22). ხანდაზმული მშობლების პატივისცემაში შედის ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში როგორც ემოციური, ისე ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ (1 ტიმ. 5:8). თუ ასაკის მიუხედავად მშობლებთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ვაჩვენებთ, რომ პატივს ვცემთ მათ.

უყურე გრაფიკულ ანიმაციას „როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • რატომ შეიძლება ზოგჯერ გაგიჭირდეს მშობლებთან ლაპარაკი?

  • როგორ შეგიძლია პატივისცემით დაელაპარაკო მშობლებს?

    ბიჭუნა წერილს სწერს მშობლებს; ესაუბრება მათ; ფეხბურთს თამაშობს მამასთან ერთად
  • რატომ ღირს მშობლებისთვის გულის გადაშლა მაშინაც, თუ ეს ადვილი არ არის? (იგავ. 15:22).

    მშობლები თავიანთ ბიჭუნას მომავალ სირთულეებთან გასამკლავებლად ამზადებენ

    თუ არ მოერიდები მშობლებთან საუბარს, მათი რჩევები ცხოვრებაში წაგადგება

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება