იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება?“ (მიქ. 4:2)
იგავი კეთილ სამარიელზე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ იეჰოვა მიუკერძოებელია და სურს, „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“, მათ შორის განსხვავებული სოციალური ფენის, რასის, ეროვნებისა თუ მრწამსის ადამიანებს (გალ. 6:10; საქ. 10:34).
უყურე ვიდეოს „რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება?“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
საიდან ვიცით, რომ მიქას 4:2-ში ჩაწერილი სიტყვები სწორედ დღეს სრულდება ღვთის ხალხზე?
რა იგულისხმება ნეიტრალიტეტში და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი შენარჩუნება?
როგორ ჩანს გამოცხადების 13:16, 17-დან, რომ პოლიტიკური სისტემა ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს აზროვნებასა თუ საქციელზე?
რამ შეიძლება გამოუთხაროს ძირი ჩვენს ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს?