იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ამოიცნობიან — ჭეშმარიტებით იხარეთ
რატომ არის მნიშვნელოვანი: იესოს მსგავსად, ჩვენც უნდა დავამოწმოთ ღვთის განზრახვების შესახებ (იოან. 18:37). ამასთან, ჭეშმარიტება უნდა გვახარებდეს, ყოველთვის ჭეშმარიტებას ვლაპარაკობდეთ და იმაზე ვფიქრობდეთ, რაც ჭეშმარიტია, მიუხედავად იმისა, რომ სიცრუითა და უსამართლობით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ (1 კორ. 13:6; ფილ. 4:8).
როგორ მოვიქცეთ:
ნურც მოუსმენ და ნურც გაავრცელებ ჭორებს (1 თეს. 4:11).
სხვისი ცუდი ნუ გაგახარებს.
ყურადღება დადებითსა და გამამხნევებელზე გაამახვილე და ეს იყოს შენი სიხარულის მიზეზი.
უყურე ვიდეოს «„გიყვარდეთ ერთმანეთი“ — ჭეშმარიტებით იხარეთ და არა უმართლობით» და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
საიდან გამოჩნდა, რომ დები ხარობდა უმართლობით?
როგორ გადაიტანა ალისმა საუბარი დადებითზე?
რაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ჩვენი საუბარი დადებითად წარიმართოს?
იხარე ჭეშმარიტებით და არა უმართლობით