იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„იეჰოვასთვის აივსეთ ხელი ძღვნით“
როგორ შეუძლია ქრისტიანს „დღეს იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით“? (1 მატ. 29:5, 9, 14). ქვემოთ განხილულია, ნებაყოფლობითი შესაწირავის გაღების რა და რა საშუალებები არსებობს როგორც ადგილობრივი კრების საქმიანობის, ისე მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად.
ონლაინ შესაწირავები ან შესაწირავების ყუთში ჩაყრილი ფული გამოიყენება . . .
მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის
ფილიალებისა და მთარგმნელობითი ოფისების აშენებისა და ექსპლუატაციისთვის.
თეოკრატიული სკოლებისთვის.
სპეციალური სრული დროით მსახურებისთვის.
დაზარალებულთა დახმარებისთვის.
ბეჭდური თუ ელექტრონული პუბლიკაციებისა და ვიდეომასალების გამოცემისთვის.
ადგილობრივი კრების ხარჯების დასაფარად
სამეფო დარბაზის საექსპლუატაციო და მოვლა-შეკეთების ხარჯების დასაფარად.
კრების მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით ფილიალში თანხის გასაგზავნად.
მთელ მსოფლიოში სამეფო თუ საკონგრესო დარბაზების ასაშენებლად.
მსოფლიო მხარდაჭერის პროგრამისთვის.
აგრეთვე სხვა საქმიანობისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოში სრულდება.
კონგრესები
რეგიონული თუ სარაიონო კონგრესების დროს გაღებული შესაწირავები მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ფონდში იგზავნება. სწორედ ამ ფონდიდან ფინანსდება სარაიონო, რეგიონული, სპეციალური თუ საერთაშორისო კონგრესები.
კონგრესებზე გაღებული შესაწირავები გამოიყენება, მაგალითად, დარბაზის დასაქირავებლად, საექსპლუატაციო თუ მოვლა-შეკეთების ხარჯების დასაფარად და რაიონის სხვა საჭიროებებისთვის. რაიონმა შეიძლება გადაწყვიტოს მორჩენილი თანხის მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის შეწირვა.