საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb19 თებერვალი გვ. 3
  • ხედავ ღვთის უხილავ თვისებებს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხედავ ღვთის უხილავ თვისებებს?
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • მსგავსი მასალა
  • „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • უკეთ გაიცანით შემოქმედი მისი ქმნილებების მეშვეობით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • უკეთ გააცანით შვილებს იეჰოვა მისი ქმნილებების მეშვეობით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • როგორ მეტყველებს შემოქმედება ღვთის სიყვარულზე
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
mwb19 თებერვალი გვ. 3

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ხედავ ღვთის უხილავ თვისებებს?

ხედავ შემოქმედის ხელწერას, როცა ათასფრად შეფერილ ყვავილებს აკვირდები, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებ ან ჩანჩქერის ხმა გესმის? შემოქმედება იეჰოვას უხილავ თვისებებს გვიმჟღავნებს (რომ. 1:20). როცა ღვთის ქმნილებებს ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ ღმერთი ძლიერი, მოსიყვარულე, სამართლიანი და საოცრად გულუხვია (ფსალმ. 104:24).

რას ხედავ ყოველდღიურად იეჰოვას ხელთა ნამოქმედარიდან? ქალაქშიც რომ ცხოვრობდე, სულ მცირე, ხეებს და ჩიტებს მაინც დაინახავ. თუ ღრმად ჩავუკვირდებით იეჰოვას შემოქმედებას, ეს დაგვეხმარება, ჩვენი საწუხარით კი არ ვიყოთ მოცული, არამედ ყურადღება უფრო მნიშვნელოვანზე გადავიტანოთ. ამასთან, ეს გაგვიძლიერებს რწმენას და ნდობას იეჰოვასადმი, რომ მას შესწევს ძალა, მთელი მარადიულობის მანძილზე იზრუნოს ჩვენს საჭიროებებზე (მათ. 6:25—32). თუ შვილები გყავთ, დაანახვეთ მათ, როგორ ჩანს იეჰოვას შემოქმედებიდან მისი შეუდარებელი თვისებები. რაც უფრო მეტს ვიგებთ ქმნილებებზე, მით უფრო ვუახლოვდებით ჩვენს შემოქმედს (ფსალმ. 8:3, 4).

უყურე ვიდეორგოლს „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება — სინათლე და ფერი“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორ აღვიქვამთ ფერებს?

  • რა განაპირობებს ფერთა უსაზღვრო მრავალფეროვნებას?

  • რატომ არის ცა ნაირფერი?

  • რა ფერები შეგინიშნავს შენს საცხოვრებელთან ახლოს?

  • რატომ უნდა გამოვყოთ დრო ბუნებაზე დასაკვირვებლად?

ვარდისფერი ვარდი, ლურჯი პეპელა, სხვადასხვა ფერის ხილი, მზე ჰორიზონტზე

რას გვიმჟღავნებს სინათლე და ფერები იეჰოვას თვისებების შესახებ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება