იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
როგორ შეგვიძლია ყველამ ვიზრუნოთ თაყვანისმცემლობის ადგილებზე?
ჩვენს სამეფო დარბაზებს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს — ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლობის ადგილებია. როგორ შეგვიძლია თითოეულმა მოვუაროთ სამეფო დარბაზს?
უყურე ვიდეორგოლს „ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილებზე ზრუნვა“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
რა მიზანს ემსახურება ჩვენი თაყვანისცემლობის ადგილები?
რატომ უნდა ვიზრუნოთ სამეფო დარბაზების მოვლა-შეკეთებაზე?
რა მხრივ აღმოჩნდა შენთვის სასიკეთო სამეფო დარბაზის მოვლა-შეკეთებაში მონაწილეობა?
რატომ არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების წესების დაცვა, როგორც ეს ამ ვიდეოდან გამოჩნდა?
როგორ მივაგებთ პატივს იეჰოვას, როცა შესაწირავს ვიღებთ?
როგორ შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობაში?