ღვთის სიტყვის საუნჯე | კოლოსელები 1—4
გაიხადე ძველი პიროვნება და შეიმოსე ახლით
მოგიწია დიდი ცვლილებების მოხდენა, როცა ჭეშმარიტება გაიგე? დარწმუნებული იყავი, რომ ამით ძალიან გაუხარე გული იეჰოვას (ეზეკ. 33:11). მაგრამ გამუდმებული ძალისხმევაა საჭირო, რათა ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელმა თვისებებმა ისევ არ იჩინონ თავი და კვლავაც ვავლენდეთ იმ თვისებებს, რაც ახალ პიროვნებას ახასიათებს. უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს, რომ დაინახო, რაში გჭირდება გაუმჯობესება:
ბოღმას ხომ არ ვატარებ გულში მწყენინებლის მიმართ?
მაშინაც ვავლენ თავშეკავებას, როცა მეჩქარება ან დაღლილი ვარ?
დაუყოვნებლივ ვიშორებ უზნეო ფიქრებს?
უარყოფითად ხომ არა ვარ განწყობილი სხვა რასის ან ეროვნების ადამიანების მიმართ?
ბოლო დროს უხეშად ხომ არ ველაპარაკე ვინმეს ან მოთმინება ხომ არ დავკარგე?