იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„როგორ მოიქცევით გვალვის დროს?“
რწმენა და ნდობა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. მაგალითად, თუ იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა გვექნება, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ დაგვიცავს და იზრუნებს ჩვენზე (ფსალმ. 23:1, 4; 78:22). რაც უფრო ვუახლოვდებით ქვეყნიერების აღსასრულს, სატანა მით უფრო ხშირად ესხმის თავს ღვთის ხალხს (გამოცხ. 12:12). რა დაგვეხმარება ამ დროს?
უყურე ვიდეოს „როგორ მოიქცევით გვალვის დროს?“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
რა გაგებით ვგავართ იერემიას 17:8-ში მოხსენიებულ „ხეს“?
რა შეიძლება იყოს „პაპანაქება“?
როგორ მოქმედებს „გვალვა“ და „პაპანაქება“ „ხეზე“ და რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
რა მიზანი აქვს სატანას?
რით ვგავართ მათ, ვინც ხშირად მგზავრობს თვითმფრინავით?
რატომ უნდა ვენდოთ კვლავაც ერთგულ და გონიერ მონას და როგორ შეიძლება ჩვენი ნდობა გამოიცადოს?
სხვების დაცინვის მიუხედავად, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობას საუკეთესო შედეგები მოაქვს?