იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
იეჰოვას სუფთა ხალხი უყვარს
ხელები დაიბანე! ოთახი დაალაგე! იატაკი დაგავე! ნაგავი გაიტანე! მშობლები ხშირად აძლევენ თავიანთ შვილებს მსგავს მითითებებს, რათა სისუფთავის დაცვა ასწავლონ. სინამდვილეში პრინციპები, რომლებიც სისუფთავეს ეხება, ჩვენი წმინდა ღვთისგან მომდინარეობს (გამ. 30:18—20; კან. 23:14; 2 კორ. 7:1). როცა პირად ჰიგიენას ვიცავთ და ნივთებს სუფთად ვინახავთ, იეჰოვას განვადიდებთ (1 პეტ. 1:14—16). სისუფთავე სახლშიც უნდა დავიცვათ და გარეთაც. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მათ, ვინც ქუჩებს და პარკებს აბინძურებს; პირიქით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გავუფრთხილდეთ ბუნებას (ფსალმ. 115:16; გამოცხ. 11:18). სისუფთავისადმი ჩვენი დამოკიდებულება იქიდანაც ჩანს, ვაგდებთ თუ არა ურნაში კანფეტის ქაღალდს, ლიმონათის ბოთლს ან საღეჭ რეზინს. ჩვენ „ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს“, როგორც ღვთის მსახურები (2 კორ. 6:3, 4).
უყურე ვიდეორგოლს „ღმერთს სუფთა ხალხი უყვარს“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
რით შეიძლება იმართლონ თავი მათ, ვინც სათანადოდ არ უვლის პირად ნივთებსა თუ საკუთრებას?
როგორ ჩანს მოსეს კანონიდან, თუ რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას სისუფთავეზე?
როგორ შეგვიძლია უსიტყვოდ განვადიდოთ იეჰოვა?
როგორ შემიძლია ცხადვყო, რომ ისეთივე თვალსაზრისი მაქვს სისუფთავეზე, როგორიც იეჰოვას?