ქრისტიანული ცხოვრება
რას ვსწავლობთ ჩვენი სიმღერებიდან
განსაკუთრებით რომელი სიმღერები მოგწონს მაუწყებლობის ყოველთვიური პროგრამიდან და რატომ? ალბათ, შენიშნე, რომ ეს ვიდეოკლიპები კარგად ასახავს ჩვენს ყოველდღიურობას. ამ სიმღერების თემატიკაც და ჟანრიც იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველას გემოვნებას ერგება. მაგრამ მუსიკალური ვიდეოკლიპები მხოლოდ თავშესაქცევი როდია.
ამ სიმღერებიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ, რაც ქრისტიანულ ცხოვრებასა და მსახურებაში გვადგება. ზოგი სიმღერის თემაა სტუმართმოყვარეობა, ერთობა, მეგობრობა, გაბედულება, სიყვარული და რწმენა; ზოგის კი — იეჰოვასთან დაბრუნება, სულიერი მიზნების დასახვა, პატიება და ერთგულება. ერთ-ერთი სიმღერის თემატიკა მობილურის გონივრულად გამოყენებასაც კი ეთმობა. პირადად შენ რა გასწავლა ამ სიმღერებმა?
უყურე მუსიკალურ ვიდეოკლიპს „ეს დრო ნანატრი“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს: