საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb20 სექტემბერი გვ. 3
  • იფრთხილეთ, რომ სიცრუე არ გაავრცელოთ!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იფრთხილეთ, რომ სიცრუე არ გაავრცელოთ!
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • მსგავსი მასალა
  • „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • ზღვა ინფორმაცია
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • ცხოვრებაში გამოიყენეთ ის, რასაც სწავლობთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • გაქვთ ფაქტები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
mwb20 სექტემბერი გვ. 3

ქრისტიანული ცხოვრება

იფრთხილეთ, რომ სიცრუე არ გაავრცელოთ!

ქალი მარკეტში მობილურით კითხულობს ახალ ამბებს და შეშფოთებას ვერ მალავს.

დღეს რადიოს, ტელევიზიის, ინტერნეტისა თუ ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ელვის სისწრაფით ვრცელდება ინფორმაცია, რომელსაც მილიონები ეცნობიან. ჩვენ „ჭეშმარიტების ღმერთს“ ვემსახურებით, ამიტომ არ გვინდა, რომ თუნდაც უნებლიეთ ცრუ ინფორმაცია გავავრცელოთ (ფსალმ. 31:5; გამ. 23:1). არასწორ ინფორმაციას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ინფორმაციის გადამოწმებაში შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ:

  • სანდო წყაროსგან მივიღე ეს ინფორმაცია? ინფორმაციის წყარომ შეიძლება ყველა დეტალი არ იცოდეს. რაც უფრო მეტი ადამიანის პირით ვრცელდება ესა თუ ის ამბავი, მით მეტად მახინჯდება ფაქტები. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, როცა არ იცით, ვინ არის ამ ინფორმაციის პირველწყარო. პასუხისმგებელი ძმების ნათქვამს ხშირად და-ძმები ბრმად ენდობიან, ამიტომ ინფორმაციის გავრცელებისას მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

  • რეპუტაციას ხომ არ ულახავს ვინმეს? არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც რეპუტაციას ულახავს ერთ ან რამდენიმე ადამიანს (იგავ. 18:8; ფილ. 4:8).

  • რამდენად სარწმუნოა? ფრთხილად იყავით, როცა სენსაციურ ამბებს ისმენთ.

უყურე ვიდეორგოლს „როგორ მოვერიდო ჭორაობას?“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  • სამიზნე დაფაზე გაკრული ბიჭის გარშემო დანებია დარჭობილი.

    იგავების 12:18-ის თანახმად, რა ზიანი მოაქვს დაუფიქრებელ ლაპარაკს?

  • ერთად შეკრებილი ხალხი ჭორაობს.

    როგორ გვეხმარება ფილიპელების 2:4-ში ჩაწერილი პრინციპი, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს სხვებზე საუბრისას?

  • ერთი მამაკაცი მეორეს ყურში ჩასჩურჩულებს.

    როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სხვებზე საუბარი სარკასტულ ან უარყოფით სახეს იღებს?

  • ერთი მამაკაცი ეჭორავება მეორეს, რომელიც ჟურნალისტივით არის გამოწყობილი და ჩანაწერებს აკეთებს.

    რაზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ ვინმეზე რამეს ვიტყვით?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება