საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb20 დეკემბერი გვ. 3
  • მხარი დაუჭირეთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მხარი დაუჭირეთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • მსგავსი მასალა
  • ღვთის აღმზრდელობით ზომებში სიყვარული ვლინდება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • გარიცხვა სიყვარულის გამოხატულებაა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • როცა ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • ურყევი ერთგულების გამოცდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
mwb20 დეკემბერი გვ. 3

ქრისტიანული ცხოვრება

მხარი დაუჭირეთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს

გარიცხვა აღმზრდელობითი ზომაა, რომელიც მოუნანიებელი შემცოდველის მიმართ ტარდება და კრების დაცვას ემსახურება (1 კორ. 5:6, 11). როცა მხარს ვუჭერთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს, სიყვარულს ვავლენთ. როგორ გამოხატავენ სიყვარულს დიდი ემოციური ტკივილის მიუხედავად გარიცხულის ოჯახის წევრები და სამართლებრივი კომიტეტი?

უპირველესად, უფრთხილდებიან იეჰოვას სახელს და იცავენ სიწმინდესთან დაკავშირებულ ბიბლიურ ნორმებს, რითაც მას სიყვარულს უმტკიცებენ (1 პეტ. 1:14—16). ამასთანავე, სიყვარულს გამოხატავენ თავად გარიცხულის მიმართ. მართალია, აღმზრდელობითი ზომები ზოგჯერ მტკივნეულია, მაგრამ შედეგად „მშვიდობა და სიმართლე“ მიიღწევა (ებრ. 12:5, 6, 11). თუ ურთიერთობას ვიქონიებთ გარიცხულთან ან კრების უარმყოფელთან, ხელს შევუშლით ღმერთს აღმზრდელობითი ზომების გატარებაში. გახსოვდეთ, იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად სჯის (იერ. 30:11). როცა მხარს ვუჭერთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს და კვლავ მივყვებით სულიერ განრიგს, იმედს არ ვკარგავთ, რომ გარიცხული ან კრების უარმყოფელი დაუბრუნდება გულმოწყალე მამას (ეს. 1:16—18; 55:7).

უყურე ვიდეორგოლს „შეინარჩუნეთ ერთგულება მთლიანი გულით“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  • კადრი ვიდეორგოლიდან „შეინარჩუნეთ ერთგულება მთლიანი გულით“: გაბრიელა და ბენი ტირიან, როცა სახლიდან წასული შვილის წერილს კითხულობენ.

    რას გრძნობენ მშობლები, როცა მათი შვილი ტოვებს იეჰოვას?

  • კადრი ვიდეორგოლიდან „შეინარჩუნეთ ერთგულება მთლიანი გულით“: კრების შემდეგ და-ძმები გულში იკრავენ და ანუგეშებენ გაბრიელას და ბენს.

    როგორ უჭერს კრება მხარს ღვთის ერთგულ ოჯახის წევრებს?

  • კადრი ვიდეორგოლიდან „შეინარჩუნეთ ერთგულება მთლიანი გულით“: გაბრიელა წარმოიდგენს კორახის აჯანყების სცენას.

    რომელი ბიბლიური ისტორიიდან გამოჩნდა, რომ ოჯახის წევრები იეჰოვაზე წინ არ უნდა დავაყენოთ?

  • კადრი ვიდეორგოლიდან „შეინარჩუნეთ ერთგულება მთლიანი გულით“: კრების შემდეგ გაბრიელა ბენს ეუბნება, რომ მათმა ვაჟმა კიდევ გამოუგზავნა ტექსტური შეტყობინება.

    რა შემთხვევაში დავაყენებთ იეჰოვას ოჯახის წევრებზე მაღლა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება