ღვთის სიტყვის საუნჯე | ლევიანები 16, 17
გამოსყიდვის დღე
რას გვასწავლის ის ფაქტი, რომ გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი საკმეველს აკმევდა?
ბიბლიაში ღვთის ერთგული მსახურების ლოცვები საკმეველსაა შედარებული (ფსალმ. 141:2). როგორც მღვდელმთავარი აკმევდა საკმეველს უდიდესი მოწიწებით იეჰოვას წინაშე, ისე ჩვენ უნდა გამოვავლინოთ მოწიწება ლოცვის დროს.
ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლის წარდგენამდე მღვდელმთავარს საკმეველი უნდა ეკმია. მსგავსად, სანამ კაცობრიობისთვის მსხვერპლად საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა, იესოს ერთგულება და უმწიკვლობა უნდა შეენარჩუნებინა, რათა მისი მსხვერპლი მისაღები ყოფილიყო იეჰოვასთვის.
როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემი მსხვერპლი მისაღებია იეჰოვასთვის?