ქრისტიანული მსახურება | სიხარული პოვეთ მსახურებაში
ბიბლიის გამოყენება
ღვთის სიტყვა არის მოქმედი! (ებრ. 4:12). ის იმ ადამიანების გულსაც კი სწვდება, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს (1 თეს. 1:9; 2:13). ჩვენ უდიდეს სიხარულს ვგრძობთ, როცა ვინმე აღფრთოვანებით იღებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
უყურეთ ვიდეორგოლს „სიხარული პოვეთ მოწაფეების მომზადების საქმეში და დაიხვეწეთ როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლები — ბიბლიის გამოყენება“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
რა გააკეთა ნიტამ, რომ უშუალოდ ღვთის სიტყვას მოეხდინა ჯეიდზე გავლენა?
რატომ იყო კარგი, რომ ნიტამ ხმამაღლა ამოაკითხა ჯეიდს მუხლი და მთავარ აზრებს გაუსვა ხაზი?
საიდან გამოჩნდა, რომ წაკითხული ჯეიდის გულს მისწვდა და თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებდა ეს ნიტაზე?