საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb21 მაისი გვ. 13
  • გამოავლინეთ სიყვარული ოჯახში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოავლინეთ სიყვარული ოჯახში
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • მსგავსი მასალა
  • რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • ღვთისმოსაწონი ოჯახური ცხოვრება
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • მტკიცე ქორწინების ორი გასაღები
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • ხელი შევუწყოთ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
mwb21 მაისი გვ. 13
ოჯახი ერთად მღერის კრების შეხვედრაზე.

ქრისტიანული ცხოვრება

გამოავლინეთ სიყვარული ოჯახში

სიყვარული ოჯახს ერთ მუშტად კრავს. სიყვარულს მოკლებულ ოჯახის წევრებს უჭირთ ერთსულოვნების შენარჩუნება. როგორ ავლენენ ქმრები, ცოლები და მშობლები სიყვარულს ოჯახის წევრების მიმართ?

მოსიყვარულე ქმარი ითვალისწინებს ცოლის საჭიროებებს, შეხედულებებსა და გრძნობებს (ეფეს. 5:28, 29). ფიზიკურ საჭიროებებთან ერთად მას ოჯახის სულიერი მოთხოვნილებებიც აღელვებს, ამიტომ რეგულარულად ატარებს ოჯახურ შესწავლას (1 ტიმ. 5:8). მოსიყვარულე ცოლი ემორჩილება და დიდ პატივს სცემს ქმარს (ეფეს. 5:22, 33; 1 პეტ. 3:1—6). ცოლიც და ქმარიც მთელი გულით უნდა პატიობდნენ ერთმანეთს (ეფეს. 4:32). მოსიყვარულე მშობლები ინდივიდუალურად უდგებიან შვილებს და იეჰოვასადმი სიყვარულს უნერგავენ (კან. 6:6, 7; ეფეს. 6:4). ისინი ინტერესდებიან, რა სირთულეებს ხვდებიან ბავშვები სკოლაში და როგორ უმკლავდებიან თანატოლების ზეწოლას. როცა ოჯახის წევრებს ძლიერ უყვართ ერთმანეთი, თავს ყველა დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

უყურეთ ვიდეორგოლს „გამოავლინეთ ოჯახში სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • კადრი ვიდეოდან „გამოავლინეთ ოჯახში სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება“. კრების შემდეგ შინ დაბრუნებული წყვილი ბიბლიურ მუხლზე მსჯელობს.

    როგორ ზრუნავს მოსიყვარულე ქმარი ცოლზე?

  • კადრი ვიდეოდან „გამოავლინეთ ოჯახში სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება“. კრების შეხვედრიდან დაბრუნებული ქრისტიანი ცოლი მოთმინებით და პატივისცემით უსმენს მეუღლეს, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე.

    როგორ ავლენს მოსიყვარულე ცოლი ქმრისადმი ღრმა პატივისცემას?

  • კადრი ვიდეოდან „გამოავლინეთ ოჯახში სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება“. ოჯახი ერთად ვახშმობს; ოჯახის წევრები ერთმანეთს უზიარებენ კრების შეხვედრაზე მოსმენილ აზრებს.

    როგორ ცდილობენ მოსიყვარულე მშობლები, შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგონ?

რატომ გვჭირდება სიფრთხილე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას?

ელექტრონულმა მოწყობილობებმა შეიძლება იმდენი დრო წაგვართვას, რომ ოჯახის წევრებს ვეღარ დავუთმოთ სათანადო ყურადღება. არადა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ოჯახური ურთიერთობების განსამტკიცებლად. ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას მშობლებმა თავიანთ თავსაც უნდა დაუდგინონ საზღვრები და შვილებსაც. ამასთანავე, უნდა განსაზღვრონ, მისცემენ თუ არა შვილებს სოციალური ქსელებით სარგებლობის უფლებას და ვისთან ექნებათ ურთიერთობა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება