ღვთის სიტყვის საუნჯე
როგორ ცხადყოფდა კანონი, რომ იეჰოვა ზრუნავდა ქალებზე?
კანონი ახალდაქორწინებულ მამაკაცს ათავისუფლებდა სამხედრო ვალდებულებისგან, რათა ქორწინების პირველი წელი ცოლის გვერდით გაეტარებინა (კან. 24:5; it „ქალი“ ¶8).
ისრაელში ქვრივებზე მატერიალურად ზრუნავდნენ (კან. 24:19—21; it „მორჩენილი მოსავალი“ ¶3).
უშვილოდ დაქვრივებულ ქალს კანონი შვილის ყოლის შესაძლებლობას აძლევდა (კან. 25:5, 6; w11 3/1 23).
დაფიქრდით: როგორ შემიძლია გამოვიჩინო ყურადღება და პატივისცემა ქალების მიმართ როგორც ოჯახში, ისე კრებაში?